Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- რომან ქევხიშვილმა პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი” დატოვა


Recommended Posts

გაზიარება

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rfxWGgJ0I/AAAAAAAADsQ/ul6p952P63Q/s200/roma%20qevnishvili.gifსაინფორმაციო სააგენტო “ჯეოტოპნიუსის“ ხელმძღვანელმა რომან ქევხიშვილმა, პროტესტის ნიშნად რადიო “ობიექტივი“ დატოვა, რომელიც 14 აპრილიდან “მონტე–კარლოს” სიხშირეზე (FM 101.4) მაუწყებლობს. ქევხიშვილის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ობიექტივმა“ საკუთარ ვებ.გვერდზე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი რატი მაისურაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ რადიო “ობიექტივის“ ეთერში აბსოლიუტური თავისუფლება მქონდა, როგორც თემების, ასევე სტუმრების შერჩევისას და მასში “ობიექტივის“ ხელმძღვანელობა არასდროს ჩარეულა, ჩემთვის მიუღებელია იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, ვინც რატი მაისურაძეს, პოლიტპატიმრად შერაცხავს, რომელმაც ჯერ 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო 7 მაისს კი, ტელეკომპანია “კავკასიაში“ გადაცემა “ბარიერში“ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – განაცხადა ქევხვიშვილმა.

რომან ქევხიშვილს რადიო ობიექტივზე (FM101.4) ყოველ ხუთშაბათს 16:00 – 19:00 საათამდე, თავისუფალი ეთერი მიყავდა.

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-4176218584715573288?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...