FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 სენაკში რუსი სამხედროები მყარად დგანან სენაკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიას ისევ რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. აქვეა განთავსებული რუსების მძიმე ტექნიკაც. ამის შესახებ ინფორმაცია აი-ტი-ენ ექსკლუზივს სენაკის გამგეობის აპარატის უფროსმა გია სალამბერიძემ მიაწოდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბაზიდან აფეთქებების ხმა ისმოდა, როგორც ჩანს, რუსები ბაზაზე არსებულ ინვენტარს ანადგურებდნენ. ადგილობრივების მტკიცებით კი, რუსი სამხედროები სენაკშიც მოძრაობენ. ამოწმებენ უბრალო მოქალაქეების საბუთებს, მიზეზს კი არ ასახელებენ. ამ ინფორმაციას გია სალამბერიძე არ ადასტურებს. ცნობისათვის: სენაკი 11 აგვისტოს რუსულმა თვითფრინავებმა რანმდენჯერმე დაბომბეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.