Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- უარი რუსეთთან დიალოგს – ეს კარგს არაფერს მოგვიტანს?


Recommended Posts

გაზიარება

 

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S_rHIPlKzwI/AAAAAAAADsI/-VqSUPuV01w/s200/formatiiii%20copy.gifდიდი რუსეთის იმპერიასთან დიალოგის დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩევიან. მსგავსად პოლიტიკოსებისა მოსახლეობაშიც რუსეთთან ურთიერთობის “დათმობაზე” ორმხრივი პოზიციები ფიქსირდება. დღეს, ოკუპანტი ჩრდილოელი მეზობლის “კეთილი” სურვილების თითქმის არავის სჯერა.

რუსეთ-საქართველოს შორის მრავალ საუკუნოვანი ისტორია არსებობს. მათ ჰქონდათ პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ურთიერთობები მაგრამ სამწუხაროდ რუსეთისთვის საქართველო მოისაზრებოდა არა როგორც მეზობელი სახემწიფო, რომლისთვისაც პატივი უნდა ეცა, არამედ მისი სამფლობელოს ერთი კუთხე, რომლისთვისაც ის დღემდე იბრძვის. ამ ორ ქვეყანას შორის მრავალჯერ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთის მხრიდან ყოველთვის ირღვეოდა. მშვიდობის ალამს ამოფარებული ოკუპანტების მიერ არაერთხელ მოხდა ქართული მიწის დაპყრობა. დღეს, საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 1,5 ნაწილი რუსეთის მიერაა დაპყრობილი და მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

ბოლო დროს თავი იჩინეს იმ პოლიტიკოსებმაც რომლებიც დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობების დამყარების მომხრე არიან. ორი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი რუსეთის პრემიერმინისტრს უკვე შეხვდა სხვებმა კი საქართველოს მტრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

იმ ფონზე, რაც აგვისტოს მოვლენებმა დაგვიტოვა, საზოგადოებაში რამოდენიმე ორაზროვანი იდეოლოგია წარმოიშვა, თუმცა სახემწიფო პოლიტიკას უბრალო მოსახლეობა ადვილად იგებს და ხშირად მსხვერპლიც თვითონ ხდება.

საჭიროა თუ არა აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები?; უნდა დავიწყოთ თუ არა დიალოგი რუსეთთან?; რას ფიქრობთ იმ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ? - ეს ის კითხვებია, რომელიც “ღია ბოქლომმა” ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა.

ეკა რიგვავა, ფინანსისტი: “ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ოკუპანტებთან თანამშრომლობა”.

ელზა ანთია, პედაგოგი: “დიალოგი რათქმაუნდა საჭიროა, რადგანაც ბირთვული იარაღის მქონე სახემწიფოსთან უმჯობესია მოლაპარაკებები, ვიდრე ომი. ჩემი აზრით საჭიროა დაიწყოს ურთიერთობების დათბობის პროცესი. საქართველომ უნდა დაიბრუნის დაკარგული ტერიტორიები. ეს ოპოზიციონერები, რომლებიც პუტინს შეხვდნენ აკეთებენ სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეს...”

თენგო ხუციშვილი ენერგეტიკოსი: “რუსეთთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ ყოველთვის დაგვღუპა. გავიხსენოთ 1783 წელი. უკეთესია საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე. ერთ დროს პოლიტიკურ წრეებთან ვმეგობრობდი, თუმცა არ მომწონს მათი საქციელი და მხარს აღარ ვუჭერ”.

ზური ალანია: “არ არის საჭირო რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა. ჩემი აზრით ეს ქვეყნის ღალატია და სხვა არაფერი”.

ლამარა ჟვანია, დიასახლისი: “მეზობელთან კარგი ურთიერთობა კარგია ეს მხოლოდ კარგს მოგვიტანს. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი მუშაობს და ცხოვროგს რუსეთის ფედერაციაში და არჩენს ოჯახებს. ნოღაიდელი და ბურჯანაძე ძალიან კარგ პოლიიკას ატარებენ”.

ზოია კვარაცხელია, ფინანსისტი: “არ არის საჭირო პოლიტიკური ურთიერთობების განახლება მოსკოვთან. მათ აგვისტოში აგვაწიოკეს ახალგაზრდები დაგვიხოცეს, ოკუპანტებთან და მკვლელებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?! ჩემი აზრით ცუდი ნაბიჯი გადადგეს პოლიტიკოსებმა, როდესაც პუტინს ეახლნენ - ეს ქვეყნის ღალატი არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლო ნაბიჯი ნამდვილად შეიძლება დავარქვათ”.

ჩვენს გამოკითხვაში როგორც ხედავთ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო. ზოგისთვის რუსეთთან დიალოგი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა. საზოგადოების მეორე ნაწილი კი კრემლთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგია - ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი დიდი რუსეთის კიდევ ერთხელ, კარგად დაგებული მახეა. უცნობია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში თუმცა ერთი კი ცხადია: დღეის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მოგების შანსი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დაბალი აქვს.

[დარია როგავა, “ღია ბოქლომი“ 11 (15)]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

2907431438646605030-2427797928789313516?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...