planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/201003104608-150x150.gif ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ქართული აკადემიისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის შეკრება გაიმართა. შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, “მსგავსი თავყრილობების მიზანი მოსახლეობისათვის მოწოდებაა, რათა 30 მაისს არჩევნებზე მოვიდეს და ღირსეული კანდიდატს დაუჭიროს მხარი.” “საზოგადოებას პირველად აქვს შანსი აირჩიოს მერი, და ეს “პრივილეგია” აუცილებლად უნდა გამოიყენოს” განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. შეკრებაზე მისულმა საზოგადოებამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა პარტიების პროგრამები მიმოიხილეს. ნუკრი ქანთარიას თქმით “ხმის მიცემა წინასაარჩევნო პროგრამების მიხედვით უნდა მოხდეს. დღეისათვის კი ყველაზე სრულყოფილი პროგრამა ირაკლი ალასანიას აქვს წარმოდგენილი. “ირაკლი ალასანიას რეალურად შეუძლია შეცვალოს როგორც პოლიტიკაში ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები.” აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ. შეკრების დასასრულს მომავალი შეხვედრის ადგილი და რიცხვი დაგეგმეს. როგორც ნუკრი გოროზიამ განაცხადა “27 ივნისს, 12 საათზე საკრებულოს წინ ჩვენ საჯაროდ ვიტყვით რომ ირაკლი ალასანიას ვუჭერთ მხარს.” იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts