planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakradze25-150x150.jpgლიტვის რესპუბლიკის სეიმს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუცია უკვე მომზადებული აქვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ირენა დეგუტიენესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაქრაძის თქმით, ლიტვა საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერია. ბაქრაძის შეფასებით, ლიტვის სეიმის წევრებს ეყოთ პოლიტიკური ვაჟკაცობა ღიად დაეფიქსირებინა რეზოლუციაში სიტყვა ,,საქართველოს ოკუპაცია’’. ,,ლიტვის სეიმი პირველი პარლამენტია, რომელიც საპარლამენტო დონეზე იყენებს ტერმინს საქართველოს ოკუპაცია’’, – დასძინა ბაქრაძემ. ირენა დეგუტიენეს მტკიცებით, რეზოლუციის პროექტი მზადაა, მას სეიმის 141 წევრიდან 76 მხარს უჭერს და იგი მომავალ კვირას იქნება მიღებული. ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ საკუთარი ქვეყნის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ლიტვას, როგორც პატარა ქვეყანას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად ესმის, რას ნიშნავს სხვა ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამასთან, ირენა დეგუტიენე დღესვე აშშ-ში მიემგზავრება, სადაც რვა სახელმწიფოს – ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები აშშ-ს კონგრესის ხელმძღვანელს ნენსი პალასის ხვდებიან. დეგუტიენეს თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებს შორის საუბრის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც იქნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts