planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/archvadze-150x150.jpgზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, პრეზიდენტ სააკაშვილს მისი შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა. არჩვაძის განცხადებით, თუ ცოტნე გამსახურდიას არ წარუდგენენ ოფიციალურ დოცუმენტს, რის მიხედვითაც პატიმართა წამება ციხეში აღარ მოხდება, პატიმარი შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, გამსახურდია ძალიან ფიზიკურად დასუსტებულია. პრეზიდენტის ქვრივის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას დაკავება მთლიანად სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და ის ასე ნელ-ნელა მის მოკვლას ცდილობს. “სასულიერო პირები უკვე ესაუბრნენ ვანო მერაბიშვილის მოადგილეს და გიგი უგულავას, რომლებთაც თქვეს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მერაბიშვილის მოადგილის თქმით, ცოტნეს საქმით პირადად პრეზიდენტია დაინტერესებული და ვერაფრით დაგვეხმარებიან”, _ აცხადებს მანანა არჩვაძე. არჩვაძის განცხადებით, ის სააკაშვილს 26 მაისს აღლუმის ჩატარების უფლებას არ მისცემს და თავს სახლხოდ დაიწვავს. შეგახსენებთ რომ გამსახურდიას ქვრივი ამ წუთებში პარლამენტის კანცელარიაში ზის და ხელისუფლების მრხიდან რეაგირებას ელოდება იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts