planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 25 მაისს, 10.00 საათზე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ 48 დევნილ ოჯახს შეხვდება. 25 მაისს, 10:00 სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენცია გაიმართება. 25 მაისს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენელებს შეხვდება.მის: უზნაძის ქ. №52 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 25 მაისს, 10:30 საათზე, გიორგი ბარამია აეროპორტის სასტუმროს დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტს მოინახულებს და დახმარებას მიუტანს. 25 მაისს, 11:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს.თემა: “მუნიციპალური ტრანსპორტი”.მის: პუშკინის ქ. №6 (სოფიო ხორგუანის საარჩევნო შტაბი) 25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე–12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჯემალ იმნაიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელებს გადასცემენ. 25 მაისს, 11.00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მატკავა ბრიფინგს გამართავს. 25 მაისს, 11:25 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 25 მაისს, 11:30 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ საარჩევნო ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.მის: მარი ბროსეს ქ. #6 25 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში”, პოლიტიკური გაერთიანება „თორთლაძე – დემოკრატიული პარტია“ საკუთარ ეკონომიკურ პროგრამას წარმოადგენს. 25 მაისს, 12:00 საათზე, `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ახალი დარღვევების შესახებ, პრესკონფერენციას გამართავს.მის: მარი ბროსეს ქ. #6 25 მაისს, 12:30 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხელს მოაწერენ შეთანხმებებს ეკონომიკისა და კულტურის სფეროში. 25 მაისს, 12:40 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 25 მაისს, 12:00 საათზე, ~საქართველოს ბანკის~ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის~ გენერალური დირექტორი გოჩა ინგოროყვა პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: “თბილისში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებისთვის ~საქართველოს ბანკი~ სესხს გასცემს”.მის: წინანდლის ქ. #9 (ე.წ არამიანცის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) 25 მაისს, 13.00 საათზე, ირაკლი ალასანია „კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24 (ყოფილი თბილქალაქპროექტის შენობა. მე–14 სართული. შესასვლელი მარჯანიშვილის ქუჩიდან.საკონტაქტო პირი – როზი ჯღამაია 877 20 81 60 25 მაისს, 13.00 საათზე, თბილისის მერიასთან “ლეიბორისტული პარტიის” საპროტესტო აქცია გაიმართება.თემა: “გლდანელები უგულავას წინააღმდეგ” 25 მაისს, 13.00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში “ეროვნული საბჭოს” ლიდერები პრესკონფერენციას და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.მის: ლვოვის ქ. #56 25 მაისს, 13:00 საათზე, ვერის ბაღში, ცესკოსთან არსებული განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გამართავს საინფორმაციო აქციას, პირველკურსელი სტუდენტებისათვის, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ. 25 მაისს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეული საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ზუგდიდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალ ოფისს გახსნის.მის: ზუგდიდი, რუსთაველის #93 25 მაისს, 13:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დიღმის მასივში, შიდა გზების პრობლემებთან დაკავშირებით, ბრიფინგს გაიმართავს.მის: დიღმის მასივი, I კვ; IIბ კორპუსი (რობაქიძის გამზირზე, “წითელქუდას” პირდაპირ) 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს შეხვდება.მის: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ.№9 25 მაისს, 13:30 საათზე, პარტია `მომავალი საქართველოს~ ლიდერი, მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გელა ჩივაძე მუხიანში, IVა მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდებიან და პარტიის პროგრამას გააცნობენ.მის: IVა მ/რ, დუმბაძის გამზირი (სტადიონთან)8(93) 55 55 76 25 მაისს, 14:00 საათზე, ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.მის: მუხაძის ქ. #4 25 მაისს, 14.00 საათზე, მამუკა კაციტაძე, ამომრჩეველთა სიებში არსებული პრობლემების შესახებ, “ახლების” ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3 (”ახალი მემარჯვენეების” ცენტრალური ოფისი) 25 მაისს, 14.00 საათზე, “ნაციონალური მოძრაობის” ვაჟა-ფშაველას კვარტლებისა და ნუცუბიძის ფერდობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ დოლიძე ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის მოსახლეობას შეხვდება.მის: ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი, I, II და III კორპუსებს შორის მდებარე სკვერი 25 მაისს, 14:30 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე ვეტერანებს შეხვდება.მის: ჟანი კალანდაძის ქ. №3 (”ახალი მემარჯვენეების” ცენტრალური ოფისი) 25 მაისს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი 25 მაისს, 15:00 საათზე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ელექტრონული ჟურნალის – „სპეკალის“ პრეზენტაციას გამართავს.მის: რუსთაველის გამზ. №6, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 25 მაისს, 15:00 საათზე, “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეები დავით გამყრელიძე და სოზარ სუბარი დმანისში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. 25 მაისს, 16:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისაში სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. 25 მაისს, 16:00 საათზე, სააკაძის მოედანზე, “ალიანსი საქართველოსთვის“ ყველა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები სააგიტაციო აქციას გამართავენ. 25 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში „ფიროსმანი”, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნება.მის: კ. ქუთათელაძის ქ. #6 25 მაისს, 17:00 საათზე, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ აბულ გეითი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. 25 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საერთაშორისო მუზეუმის კვირეულთან დაკავშირებით, გამართავს გამოფენას `ქართული საერო ნაქარგობა და შესამოსელი მე-18 – 21-ე საუკუნეებში~.მის: გუდიაშვილის ქ. #1 25 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართება.თემა: ”გვახსოვდეს საინგილო”.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია 25 მაისს, 18:00 საათზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მონაწილე უცხოელი სტუმრების მონაწილეობით ბრიფინგი გაიმართება. 25 მაისს, 19:30 საათზე, სასტუმრო ~შერატონ ბათუმი“-ს საკონფერენციო დარბაზში დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მონაწილე უცხოელი სტუმრები ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts