Jump to content
Planeta.Ge

კამათი ლადო სადღობელაშვილის შესახებ


Recommended Posts

დღეს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო სადღობელაშვილმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ შეტანილ სარჩელს შეეხება.

 

` რესპუბლიკური პარტიისაგან მართული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც გახლავთ იაღოველთა და ჰომოსექსუალისტთა აქტიური ლობისტი, ცდილობს განახორციელოს ზეწოლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რათა მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის სარჩევნო ოლქში მოხსნილი ვიქნე არჩევნებიდან, როგორც ჩემთვის სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ამ საკითხზე უკვე კოონსულტაციები გამართეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერებმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ესენი წარმოადგენენ ერთი იდეოლოგიის, პოლიტიკური თუ ზნეობრივი მრწამსის ძალას.

 

რაც შეეხება გამონათქვამებს, რესპუბლიკელებს და თავისუფლების ინსტიტუტის ხელდასმულ მანქურთებს, რომლებიც იკვებებიან საქართველოს და მართლმადიდებლობის მტრების მიერ გამოყოფილი გრანტებით, აღიზიანებთ ჩემი შემდეგი ფრაზები, კერძოდ: „საქართველო არაჯანსაღი ორიენტაციის პირებისაგან უნდა გაიწმინდოს“ „ყველა გეი დაისჯება უფლისაგან“.

მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მართლაც უნდა განიწმინდოს ისეთი ჯგუფებისაგან რომლებიც შეურაცხყოფენ საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, შეურაცხყოფას აყენებენ როგორც მართმადიდებლებს , ასევე კათოლიკებს, იუდეველებს, მუსლიმანებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს~, _ ნათქვამია სადღობელაშვილის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, მას `საერთოდ არ აღელვებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო. `მომსხნის თუ არა არჩევნებიდან, რადგან ჩემთვის ქრისტიანული მორალის და ჩემი სამშობლოს დაცვა, ათეისტ-რადიკალებისაგან, გეებისაგან და სხვა ათასი სიბინძურისაგან ბევრად მეტ ღირებულებას წარმოადგენს ვიდრე, საკრებულოს დეპუტატის მანდატი. ამავე დროს პირობას ვდებ, რომ ყველაფერს ვიღონებ რათა საქართველოში არ იბოგინონ ისეთმა ჯგუფებმა რომელიც შეურაცხყოფენ და მიზანმიმართულად ძირს უთხრიან ყველა იმ ფასეულობას, რომელმაც აქამდე მოიყვანა საქართველო და ქართველობა~, _ აღნიშნულია დეპუტატობის კანდიდატის განცხადებაში.

http://gtn.ge/?p=8758

ჰუ იზ ზის გეი ?

თქვენი აზრი ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეხლა რესპუბლიკელებიც და საია - ბაიაები რასაც წარმოადგენენ ეს ცხადია.

მიტომაც მოიგებს ალასანია ზუსტად...

 

მაგრამ ეს ხელისუფლების გოშიების პარტია რომ ხმას ამოიღებს რამეზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ეს ხელისუფლების გოშიების პარტია რომ ხმას ამოიღებს რამეზე...

მიშას ოპოზიციის ოპოზიცია მიშას ოპოზიცია არ არის :))

 

და კიდევ, დაუკრეფავისკენ მიდიხარ :D

 

lasha_alo

სოროსზე რატომ არაფრი წერია, რაშია საქმე? :D

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

მიშას ოპოზიციის ოპოზიცია მიშას ოპოზიცია არ არის

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია...

პ.ს.

სოროსი... ოო... რა იეზუიტურად ჭკვიანი არსებები ჰყავს ამ ადამიანს დაქირავებული...

გადართავ იდეაში პატიოსან ოპო არხზე, კავკასია, მაესტრო... და უცბად უი :))

დაბლა წარწერა " დაფინანსებულია ფონდი .... მიერ " :D

ეგრევე ყველაფერი თავის ადგილს იკავებს :D

ისე რა მარტივი ყოფილა ქართველის ყიდვა :D

არ მეგონა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

რაც შეეხება გამონათქვამებს, რესპუბლიკელებს და თავისუფლების ინსტიტუტის ხელდასმულ მანქურთებს, რომლებიც იკვებებიან საქართველოს და მართლმადიდებლობის მტრების მიერ გამოყოფილი გრანტებით, აღიზიანებთ ჩემი შემდეგი ფრაზები, კერძოდ: „საქართველო არაჯანსაღი ორიენტაციის პირებისაგან უნდა გაიწმინდოს“ „ყველა გეი დაისჯება უფლისაგან“.

მაგას სხვა რაღაცეებიც უწერია:"დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლინების", კიდევ სხვა "მარგალიტები". ეს რომ უბრალო მოქალაქეს დაეწერა, ჯანდაბას, მაგრამ როცა დეპუტატობის კანდიდატი წერს, ეს პირდაპირ რეგულირდება საარჩევნო კოდექსით.

რაც შეეხება საიას გრანტებს,მე შემიძლია დაგისახელოთ ის ქვეყნები, რომელთა სამთავრობო გრანტები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მთავრობებს ვგულისხმობ და არა ორგანიზაციებს.

ა.შ.შ, ევროკავშირი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია. ყველა არ ვიცი. ესენი ამ ტვიმონგრეულის აზრით საქართველოს და მართმადიდებლობის მტრები ყოფილან.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია

მაგ მტრებს სახელები აქვთ?

დაბლა წარწერა " დაფინანსებულია ფონდი .... მიერ "

იმას როგორ უყურებ, რომ სოროსის, მასონების, მიშას, გრიშას და სხვა მრავალთა ნასუნთქი აზოტის მოლეკულები შეიძლება მოხვდნენ იმ ჰაერში, რომელსაც შეისუნთქავ? აღარ ისუნთქო !!! :)

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრეს ჩატარდა სასამართლო ლადო სადღობელაშვილის არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე და რა თქმა უნდა ის არ მოიხსნა. სასამართლოზე ის ვაი ფაშისტი უარყოფდა თავის მიერ ფეისბუქზე დადებულ მოსაზრებებს, ეს მე არ მითქვამსო. ამ დროს ფეისბუქზე დევს. მოკლედ ფაშისტებიც არ გვივარგა.

მართლაც უტრაკო ყარაჩოღელი.

post-4348-1274801858_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლომ არ გაუუქმა რეგისტრაცია მოძრაობა ”თავისუფლების” მაჟორიტარ კანდიდატს, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნას საია ითხოვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სასამართლოს დეპუტატობის კანდიდატისათვის რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინა, კანდიდატის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობრივი მოწოდებების გამო.

 

 

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ”თავისუფლების” მაჟორიტარი კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად წერია, რომ ”საქართველოში გაიმარჯვა რწმენამ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი”.

 

 

,,დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა...

 

 

ქართველი კაცის მენტალობაში არ ზის გეიპარადებიიიი”

 

 

,,ყველა გეი დაისჯება ...

 

 

პირობას ვიძლევი”

 

 

,,გეების სისხლი უნდა დაიღვაროს ...”

 

 

სადღობელაშვილის გვერდზე კანდიდატის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების გამო საიამ სასამართლოს მიმართა, ძალადაკარგულად ეცნოთ ცესკოს გადაწყვეტილება სადღობელაშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ.

 

 

სადღობელაშვილის გვერდზე ამჟამად ვერ იპოვით 8 მაისს გაკეთებულ პირველ განცხადებას, რომ ”ფაშიზმის და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენის დრო დადგა”, თუმცა გვერდზე ამავე დღის ჩანაწერებში კვლავ არის ძალადობისკენ მოწოდებები.

 

 

საია ირწმუნება, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარუდგინეს, სადაც დეპუტატობის კანდიდატი ნაციზმის და ძალადობის პროპაგანდას ეწევა.

 

 

”აღნიშნული ჩანაწერები წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლითაც: ,,საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას” - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელში.

 

 

”ფეისბუქში თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში ფაშიზმსთან და ნაციზმთან, ასევე, ”გეების დასჯასთან” დაკავშირებით დაპირებების მიცემა ძალადობის პროპაგანდაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან” - აცხადებს თამარ კორძაია, საიას იურისტი, რომელიც სასამართლოზე ორგანიზაციის ინტერესებს იცავდა.

 

 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს სასამართლოში სარჩელი სოციალურ ქსელზე გაკეთებული განცხადებების გამო შევიდა.

 

 

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოციაცია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული განცხადებები საჯარო სივრცეშია გაკეთებული. უფრო მეტიც, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, მედიად მოიაზრება ინტერნეტიც. შესაბამისად, კანდიდატის მიერ ასეთ სივრცეში გაკეთებული განცხადება საჯარო ინტერესის სფეროა. სარჩელში სწორედ ფეისბუქზე გაკეთებული აგრესიული და ძალადობრივი განცხადებების გავრცელების გამო მოთხოვნილ იქნა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის, როგორც კანდიოდატის რეგისტრაციის შესახებ, განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა, რადგან საარჩევნო კოდექსის 75 -ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იკრძალება საარჩევნო პროგრამაში ნებისმიერი ძალადობრივი მოწოდება” - განმარტავს კორძაია.

 

 

მისივე თქმით, ეს არის ” საზოგადოებისათვის მომავალი საქმიანობის და მიზნების მოწოდება. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 77 პრიმა მუხლის მე-11 პუნქტის გ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული სუბიექტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის და კანონდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, დარღვეულ იქნა საარჩევნო კოდექსის მე-2 პუნქტის მოთხოვნა”.

 

 

დეპუტატობის კანდიდატის გვერდი ფეისფუქზე კი ღიაა ყველასათვის (მომხმარებლებთან დამეგობრების გარეშეც შეუძლია ყველას მის კედელზე გაკეთებული განცხადებების წაკითხვა) და დღესაც შეუძლიათ წაიკითხონ უცენზურო გამონათქვამები და ძალადობისკენ მოწოდებები, რომელთა ტირაჟირებას ნეტგაზეთი მხოლოდ ერთი მიზეზით ახდენს– მომხმარებელი დეპუტატობის კანდიდატია:

 

 

Lado Sadgobelashvili გეი პარადები გაუმართეთ დედათქვენებს– თქვენი სოროსელი დედა ##################... ჩასაქოლი ხართ ყველანი;

 

 

Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და ხმლით გავუსწორდეთ სოროსელებს...

 

 

Lado Sadgobelashvili გეების სისხლი უნდა დაიღვაროს...

 

 

Lado Sadgobelashvili ყველა გეი დაისჯება...

პირობას ვიძლევი

 

 

Lado Sadgobelashvili ცეცხლითა და მახვილით უნდა ამოვწვათ თავისუფლების ინსტიტუტი და სოროსელები წმინდა ქართული მიწიდან...

 

 

Lado Sadgobelashvili საქართველო ჰომოსექსუალების გარეშე!!!!!!

 

 

Lado Sadgobelashvili ამათი ულტრა ლიბერალი დედა ##################!!!

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა და ცესკოს განკარგულება ლადო სადღობელის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ძალაში დატოვა.

 

 

საიას ჯერჯერობით არ მიუღია სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს არგუმენტაციის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...