Jump to content
Planeta.Ge

ყოფილი შეყვარებულის ფენომენი ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებაში... :D


Recommended Posts

მოკლედ, თბილისი რომ ძალიან პატარა ქალაქია არავისთვის საიდუმლო არ არის... არც ის არის მაინცდამაინც საიდუმლო, რომ ამ ჩვენს დედა-თბილისში ყველა ერთმანეთს იცნობს და ვინმეს რომ გაიცნობ, თუ პირდაპირ შენი ბავშვობის დაქალის მეგობარი არ აღმოჩნდა, ბიძაშვილის მეზობელი მაინც იქნება...

 

ხოდა, დაშორდები თუ არა შეყვარებულს ჯერ შენი გაჭირვება გყოფნის.. იწყება შოკოლადების უანგარიშოდ ჭამა, დეპრესია, უაზროდ ტირილი, ჩუმ-ჩუმად ფოტოების თვალიერება და ა.შ... მოკლედ, ტრადიციული "შემდეგი" პერიოდი, თავისი დაწყებითი საშინელი ეტაპით... მერე ნელ-ნელა... როცა უკვე "გამოსწორების" გზაზე ხარ, გხვდებიან შენი და მისი ნაცნობები და ჯერ შეიცხადებენ: აი, ყველაფერს დავიჯერებდი და თქვენს დაშორებას არაო... შემდეგ მოაყოლებენ, როგორ უხდებოდით ერთმანეთს... რა საყვარლები და კარგები იყავით, როცა ჩხუბობდით მაშინაც კი (!)... და უკვე ბოლოსკენ, დამაჯერებლად საუბარს იმაზე, რომ ეს არაფერი არ არის... და ორ კვირაში შერიგდებით...

 

ეს ზოგადად, პირველი პერიოდია... ასე 2 თვეა გასული დაშორებიდან... ჯერ კიდევ თქვენზე ჭორაობენ, ჯერ კიდევ აქტუალური თემა ხარ ხალხისთვის, ასე ვთქვათ... ))

მეორე უკვე იგივე ნაცნობების შეხვედრაა და პირად ცხოვრებაზე ორაზროვანი კითხვები... თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებები არ გაქვს ე.ი "კიდევ გიყვარს და ვერ ივიწყებ"... თუ ვიღაც მოგწონს მაინც "კიდევ გიყვარს" ოღონდ ამ შემთხვევაში "დავიწყებას ცდილობ სხვების ხარჯზე"... და ვაი, იმ უბედურებს, ვისაც წამოსცდა, რომ შეყვარებული ჰყავს უკვე და აღარც ახსოვს ყოფილის სახელი... აქ უკვე "მაგას სიყვარული არ შეუძლია, ესე მალე როგორ დაივიწყა" ტექსტები ერთვება... მოკლედ, ყველა ვარიანტში ცუდ დღეში ხარ... ან საცოდავი გამოდიხარ, ან მაინც საცოდავი... :D

 

და აი გადის ერთი წელი... გგონია რომ ყველაფერი მორჩა... თემა დახურულია... ახალი ცხოვრება თითქმის დაწყებული... გადატანიალია უამრავი "დაბრკოლება" :D დაწყებული მისი არ შემჩნევით სოციალურ ქსელებზე, ძველ სურათებში, სკაიპი ხო დიდი ხანია გამოიცვალე... )) მისი ნაჩუქარი ნივთებიც აღარ მოქმედებს ნერვებზე და ამ დროს ჩნდება ახალი, გენიალური პერიოდი... შენს მეგობრებს უცებ ენატრებათ... იხსენებენ ერთად გატარებულ "ბედნიერ ხანას", კომპიუტერის ბნელი ფოლდერებიდან გამოაძვრენენ კაცმა არ იცის როდინდელ სურათებს და მეასეჯერ იხსენებენ, როგორი საყვარელი იყო და როგორ კარგად წვავდა მწვადებს... ეს რომ ყველაფერი იყოს გადაიტანდა კაცი... პარალელურად, ასპარეზზე გამოჩნდებიან იმის ბნელი მეგობრები და აკეთებენ აბსოლიტურად იგივეს რასაც შენი ნათელი მეგობრები... ამას პლიუს ტექსტი "თქვენ ერთმანეთს ვერასდროს დაივიწყებთ... ეს შენ გგონია დაივიწყე... რეალურად შეუძლებელია... მისი ადგილი შენს გულში სულ იქნება" + ყველა მსგავსი პათეტიკური და ამაზრზენი გამონათქვამი ...

 

ხოდა, ახლა შემოდით და მიპასუხეთ, რა ჯანდაბა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა ასეთ დროს???? ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ეტაპზე შეგნებულად არ ვწერ... სადღაც შუაში რომ არის და ყველა ოდნავ ნორმალურს რომ გირიგებენ... :D :D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

სისუსტეების არ მჯერა ძალიან ძვირი ჯდება

 

 

ცხოვრება გრძელდება და ადამიანმა რომელმაც შენი თავი არ დაიმსახურა და დაშორდით უნდა დაივიწყო რაც შეეხება მეტიჩარა მეგობრებს რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხავენ უნდა მიუთითო კარებისკენ ან კატეგორიულად გააფრთხილო რომ წარსულზე არ გსურს საუბარი

 

წარსულით ნუ იცხოვრებ იქ მხოლოდ ტკვილი და მწუხარებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

პირველი პოსტი რეალოაბაა თუ რამე საკურსო გაქვს თეატრალურში მისატანი ( ტრაგიკულ მოტივებზე) და სანამ პედაგოგი ნახავს აქ დატესტეე? :D

 

 

იწყება შოკოლადების უანგარიშოდ ჭამა,

 

ეს ფრაზა გენიელაური იყო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

:*

არა, მეტიჩარა მეგობრები არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჰგონიათ რომ წარსული ეტაპია და ახლა შეუძლიათ თამამად ილაპარაკონ... ერთი წელი ჩუმად ისხდნენ ბოლოს და ბოლოს... )))

 

akkai

 

თეატრალურში ასეთ გრანდიოზულ დებილობებს არ იბარებენ... ეგრე ცუდადაც არ არის თეატრალურის საქმე... :D

 

 

 

 

 

 

ა, ხო... დეპრესია არ მაქვს... :D ისე... ზოგადად ვსაუბრობ... მე თავს მშვენივრად ვგრძნობ... მე არ მეხება ეს... უბრალოდ რაღაც მომენტები მოვიპარე ჩემი ცხოვრებიდან... :D :D :D სხვაზეა დაწერილი.. ჯანდაბას... :D :D :D

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

მაშინ ის ეტაპი მოყევი რააა...

 

აი სადმე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგოები ბიჭების გინებას რომ იწყებთ, შემდეგი ფრაზებით:

"ყველა კაცი ერთნაირია", " ყველა კაცი ერთნაირად ფიქრობს " , "სინსილა გაწყდა მაგათი" , "არა შენ უფრო მეტს იმსახურებ" , "ვერ შეგიფერა, ეხლა იყოს იმ დაუნთან" , იმ "სოფლელში როგორ გაგცვალა" და ასე შემდეგ.

 

 

 

:D

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

 

ნწ... ვერ მოვყვები მაგას.. )) ან პირადი გამოცდილება უნდა მქონდეს, ან შესწრებული მაინც უნდა ვიყო მაგ მომენტს... ისე არ შემიძლია... იქნებ და ტყუილია... :D :D

 

 

თან ზოგადად, არ მიმაჩნია ყოფილის ლანძღვა კარგ ტონად... )) + წაგებული ადამიანების პრეროგატივაა ეგ... და მე წაგებული იშვიათად ვარ... ))

 

და საერთოდ, რას მეჩხუბებით?? :D :D

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irusha

მე მქონდა დაახლოებით ესეთი შემთხვევა როცა ჩემთვის უსაყვარლეს არსებას დავშორდი შემიპყრო დეპრესიამ თვითგვემა დამემართა მაგრამ ეს არაფერს არ შველის ყველაფერი უდნა დაივიწყო და გააგრძელო ცხოვრება და გააგრძელო ახალი სიყვარულის ძებნა სხვა გზა არ არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

ნამდვილად... )) :D ოღონდ, მანამდე რამოდენიმე უსარგებლო ელემენტს უნდა შეაგნებინო, რომ შეუცვლელი და იდეალური არავინ არ არის... )) და სხვასაც შეუძლია შეგიყვაროს ისე, აი, ისე.. .. გენიალურად... )) და ის ერთადერთი არ იყო... )))

 

ვოტ.. ))

 

ისე, წერა მინდოდა და წყალწაღებული არ გეგონოთ... თავს ნუ მამართლებინებთ... ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რათ უნდა მკითხაობა? საყვარელი უნდა გაიჩინოს ქალმაც და კაცმაც მაგ დროს რადგან თუ მამენტ არ რიგდებიან ნაჩიტ არ რიგდებიან და ამ მაზოხისტურ გამოხტომებს და ვითომ მორალისა და ზნეობის ჰამბავში თვითგვემასაც აზრი არ აქვს .. ოღონდ იმენნა სექსი და გართობა და არაფერი სხვა რომ ტვინისდღვნა და ნერვების შლა არ გაგრძელდეს ..

 

მერმე სხვა საყვარელი, მერმე სხვა და ერთ ერთი ის ერთადერთი იქნება რა :D

 

აბა რა უნდა გააკეთოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ სულ გამოქლიავდი!!!!!!!!!! რა ყოფილი შეყვარებული!!!!!!!!!! რომელი საუკუნეა :D :D :D გაიარა რა :D:D

 

 

პ.ს სხვაზე წერს ირუშა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

რა ჯანდაბა უნდა ქნას ნორმალურმა ადამიანმა ასეთ დროს????

ნორმალურმა ადამიანმა ყოველთვის ისე უნდა იმოქმედოს როგორც თვითონ თვლის სწორად და სხვისი აზრი უნდა დაიკიდოს :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნორმალურმა ადამიანმა ყოველთვის ისე უნდა იმოქმედოს როგორც თვითონ თვლის სწორად და სხვისი აზრი უნდა დაიკიდოს

 

 

ეჰ... სად არის ეგეთი ფუფუნება... )) სხვისი აზრის დაკიდება ძნელია ნამეტანი.. ((

Edited by irusha
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...