Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ირაკლი ალასანია: „30 მაისს შანსი გვეძლევა“


Recommended Posts

გაზეთი „ვერსია“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს სათაურით - „დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ / ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - აქვეყნებს. იგი ამბობს: „უამრავი რამ სხვაგვარად დავინახე. მთავარი პრობლემა, რომელიც ადამიანებს აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის დეფიციტია. ხალხს უნდობლობა აქვს ხელისუფლების. ეს ბადებს ნიჰილიზმს, მაგრამ ყველას კარგად ესმის - თუ არ ვიბრძოლეთ, არაფერი გამოვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აპირებს არჩევნებზე მოსვლას. ისინი უნდობლობას აცხადებენ გამოკითხვებს. სჯერათ, რომ მათი ხმა კონფიდენციალური იქნება. მათ ეშინიათ, ღიად დააფიქსირონ, ვის უჭერენ მხარს. 30 მაისს ცვლილებების განხორციელების შანსი გვეძლევა. სხვა შემთხვევაში რამდენიმე წლით კიდევ მოგვიწევს ამ უსამართლობის მოთმენა“.

 

 

 

„დარწმუნებული ვარ, თბილისელების ძალიან დიდი ნაწილი მოვა არჩევნებზე - ეს გარდატეხაა. წარმოიდგინეთ, თბილისში 270 ათასი მოქალაქე ცხოვრობს 30 ლარზე. მათი ბედი კი ხელისუფლებას საერთოდ აღარ აინტერესებს. ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება - ხელისუფლება ხალხს განზრახ ამყოფებს სიღატაკეში, რომ წინასაარჩევნოდ რაღაც წყალობით მხარდაჭერა მოიპოვონ. ძალიან ღრმად ჩავიხედე ბევრ სფეროში. უამრავ ადამიანს შევხვდი და სიმართლე გითხრათ, მართლა არ მეგონა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ხალხი ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო. დღეს ხუთი მილიარდი ისეთ პროექტებზე იხარჯება, როგორიცაა ხიდი, გზა - მოსახლეობა კი მშიერია. ეს დანაშაულია. შესაცვლელი ყოველთვის ბევრი იქნება. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს ყველა პრობლემის ერთბაშად მოგვარებას, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გაანალიზოს და 30 მაისს სწორი არჩევანი გააკეთოს“.

 

 

„ეს ჩვენი ბრძოლის საწყისი ეტაპია. თუმცა ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მივდივართ. შემდეგ კი იქნება ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებისთვის, რასაც მეტად მომზადებულები შევხვდებით. ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ საქართველოში ვითარება დაიძაბოს. შესაბმისად - ყირგიზული სცენარი არ განმეორდება. ამას არც საზოგადოება დაუშვებს და არც ის ძალა, რომელსაც წარმოვადგენ. არც ერთ ძალას არ აქვს შანსი, არეულობის პროვოცირება მოახდინოს. ეს კი, პირველ რიგში, საზოგადოების პოზიციიდან მომდინარეობს. მიხარია, რომ საზოგადოებას ბევრად უკეთ ესმის, რა შედის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებში, ვიდრე რიგ პოლიტიკურ ძალებს. გავლილი ეტაპების მერე ყველამ დავინახეთ, რომ მხოლოდ არჩევნებით თუ შევცვლით ხელისუფლებას“.

 

 

„ობამას განცხადებას რაც შეეხება, განიარაღებაზე, გლობალურ საკითხებზე მოლაპარაკებისას განცხადება - „ორ ქვეყანას შორის საქართველოს არაა წინაღობა“, - არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკამ ინტერესი დაკარგა. ამერიკასთან ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ქარტიაც. ასე რომ ჩვენს გრძელვადიან ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, დღეს ევროპისა და ამერიკის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა აშკარად შეინიშნება“.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...