planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 საარჩევნო კამპანიის დროს მასობრივად განადგურდა ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის სოფიო ხორგუანის საარჩევნო-სააგიტაციო მასალა – კერძოდ საარჩევნო პლაკატები. აღსანიშნავია, რომ პლაკატები გაკრული იყო ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოძრაობს საპატრულო პოლიციის მანქანები. თუმცა, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა მსგავსი ფაქტების აღმოჩენა-აღმოფხვრა. დღეს, 24 მაისს კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან მიმართა საქართველს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსს გიორგი გრიგალაშვილს, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს გიორგი გეგეჭკორს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა და დაზიანება, ასევე ამავე კოდექსის 126-ე მეცხრამეტე პრიმა მუხლის თანახმად წინაასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. რეფორმირებული სამართალდამცავი სტრუქტურები სამართლიანობის, კანონიერებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგნენ. დაუშვებელია პოლიციის პოლიტიზირება. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts