planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 „პრაიმ-თაიმის“ პრესკლუბში თინა ხიდაშელი ჟურნალისტებს შეხვდა. „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის პარტრიული სიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა: „საარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ რეჟიმში მიმდინარეობს და პოლიტიკურ ოპოზიციას უთანასწორო ბრძოლა უწევს. ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი საარჩევნო კამპანიით. იმ რესურსებით, რაც ალიანსს აქვს, ვფიქრობთ, მაქსიმუმი შევძელით და წინ კიდევ რამდენიმე დღეა“. „ოპოზიციონერი კოლეგების შენიშვნების მიუხედავად, ჩვენი საარჩევნო კამპანია არ არის და არ იქნება აგრესიულობაზე ორიენტირებული, ეს არის სტაბილურობასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია“. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებას მოვიპოვებთ და ჩვენი მერობის კანდიდატი წარმატებას მიარწევს“. ბრეგაძის „ბრალდება“თინა ხიდაშელი: „ჩემთვის ბრეგაძის მსგავსი პოლიტიკოსების პრეტენზიები არავითარ ინტერესს არ იწვევს და არანაირ უხერხულობას არ ქმნის, რომ ასლან აბაშიძის თანაგუნდელები რაიმე სახის ბრალდებას მიყენებენ. გასაკვირი ის იქნებოდა, მას სხვა პოზიცია ჰქონოდა ჩვენთან მიმართებაში. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ამის შესახებ „ალიანსმაც“ და მეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არაერთხელ გადავდგით პირველი ნაბიჯი ამ ერთიანობისაკენ“. პოლიტპატიმრები„ალიანსის საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, ქუჩის აქციებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია. „აქციებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება შეუძლებელია. ეს ვერც 2 ნოემბრის აქციების დროს მოვახერხეთ, როდესაც ქუჩაში 100 000 ადამიანი იყო გამოსული. ეკა ბესელიას სოლიდარობას ვუცხადებ და მან ეს კარგად იცის. პოლიტპატიმრების თემაც სასიცოხლოდ მნიშვნელობანია ჩვენთვის; თუმცა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, სხვა პროცესებზე გადართვა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, ვინაიდან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საკითხი მაინც ჩვენი გადასაწყვეტი იქნება“. არჩევნები და გაყალბებათინა ხიდაშელი: „საარჩევნო პროცესის დარღვევებით ჩატარება ხელისუფლებას დიდ პრობლემას შეუქმნის. 52 000 ამომრჩეველი თბილისიდან გასულია და ალიანსი გააკონტროლებს, რომ მათ ხმა ვერ მისცენ. ჩვენ გვაქვს 52 000 ადამიანის სია, რომლებიც ქალაქიდან გასულები არიან. ეს სია, უბნების მიხედვით დაჭრილი, ჩვენს მაჟორიტარებს და წარმომადგენლებს გადაეცემათ და პირადად გავაკონტროლებთ, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წინა არჩევნებზე და მათი პირადობის მოწმობებით სხვამ მისცეს ხმა. ამას არ დავუშვებთ! გარდა ამისა, ცესკო-დან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ჩვენ მიერ სიების მონიტორინგის შედეგად წარმოდგენილ 72 000 დარღევას. თუ ადეკვატური რეაქცია არ იქნება, ეს დარღვევები არჩევნების დღეს ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემა გახდება. იმედი მაქვს, რომ ამ გაფრთხილებას ხელისუფლება ყურად იღებს“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts