Gagi 67 Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 (edited) ბილ კლინტონის დროს ამერიკამ რუსების გაკეთილშობილების მიზნით, ლოთ ელცინის პოლიტიკურ გუნდს დაუთმო რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრი, მათ შორის Carnegie Endowment for International Peace (Moscow Center), Institute for Democracy and Cooperation(Oficially known as a Moscow Based institution), "Ararat" Center (Los Angeless branch),ამ, რუსეთისადმი გადაცემულ სტრატეგიულიმკვლეწვის ამერიკულ ცენტრებს , ელცინის ლიბერალური მმართველობისათვის, უნდა რუსეთის რეფორმები შეემუშავებინათ, პუტინის დადგომის შემდეგ ამერიკელები ვარაუდობდნენ კარნეგის მსგავს რუსებისადმი მიცემული ცენტრებისადმი არა რეფორმების სტრატეგიული შემმუშავებლის, არამედ უკვე ინფორმაციისა და მოკავშირეობის ფუნქციის მინიჭებას. პუტინმა აქ უკვე გაზპრომის ფინანსებით ფაქტიურად ტოტალიტარულ კონტროლზე აიყვანა ეს ცენტრები, მათ შეეძლოთ მხოლოდ სიმდიდირის გამოჩენა და ფეშენებლური შეხვედრების წა4რმოება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გატარების კონტექსში, პოლიტიკურად გაკონტროლება უცბად დაეტყოყთ- ისინი ამერიკულმა საზოგადოებამ დაივიწყა და გააძლიერა სხვა სტრატეგიული, დემოკრატიული ფასეულობების დამცველი ცენტრები მაგ, KATO, Heritage Foundation,Jamestown Foundation’s ...და სხვ. რუსების მორჯულების იმედად კი ერთიორი გაზპრომისეული მაგრამ ამერიკელების მიერ კარგად გამოაშკარავებული და გაკონტროლებული ცენტრი კვლავ დატოვეს.ნინოს შეხვედრებს ამერიკაში ეს გაზპრომის ფულებით გაძეძგილი ცენტრები მართავენ,რუსული ბიზნესის ლობირება მინიმუმამდეა დაყვანილი, არა იმიტომ რომ ამერიკას უნდა, არამედ პუტინს ეშინია ამერიკელთა ინსტიტუტებთან მისი ბიზნესმენების დაკავშირება, მაშინ ისისნი უსაფრთხოდ და უფრო დამოუკიდებლად იგრძნობენ თავს კრემლისაგან.ამგვარად, ბურჯანაძის ვიზიტი კიდებვ ერთი გაქროლება იქნება,ამერიკაში რუსული პიარისათვის..ისე ამ დედაკაცს უთხარიტ რომ ჩემმა წერილმა როგორც აუგო ანდერძი პოლიტიკურ კარიერაში ამერიკაში მყოფ ისედაც არაპოპულარული თავისი სასაცილო ფერომანიითა და დიდი ჩანთების კრემლში თრევის ჟინით შეპყრობილ ამ პროვინციელ ფქვილის დედუფალას ემიგრანტებში, ამაზე უარესი დაემართება საქართველოში, ვპირდები რომ მას მწარედ და სამართლიანად დასცინებენ. Edited May 24, 2010 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 Gagi 67 ჩვეულებრივი შიფტით რატომ არ წერ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 Gagi 67 ვერ გავიგე. რაზეა ეს თემა?შენმა წერილმა აუგო ანდერძი ბურჯანაძეს?აბა წერილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 თემაზე ვისაუბროთ, შრიფტი ეს მეატასეხარისხოვანია, ისე კი ფერი და ზომა - ადვილად წასაკიტხს ხდის. რაო , თემაზე არ გაქვს რამე შეხედულება? გემოვნებაზე ხელოვნების განყოფილებაში კამათობენ. ღია წერილი ქალბატონ ქართველ "რკინის ლეიდის" ქალბატონო ნინო,თქვენ გაუთავებლად ითხოვთ ხალხის სახელით არჩევნების ჩატარებას. ხალხის სახელის ასეთი დაჟინებული უზურპაცია მხოლოდ ავლენს თქვენს რეალურ მიზანს - ჩაიგდოთ ხელისუფლება, თუნდაც საქართველოს დასუსტების ხარჯზე. თქვენ რუსეთიდან რეალური აგრესიის პირობებში, ითხოვთ რომ შეწყდეს საქართველოს შეიარაღებულმა ჯარების წვრთნა, თანაც წინააღმდეგი გამოდიხართ დაჩქარდეს თავდაცვის სისტემების გაუმჯობესება იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანამ უნდა მიიღოს მოდერნიზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები. განა ეს ეფექტური იქნება თუ სამხედრო განაყოფები მოუმზადებელი დახვდებიან ამ რეფორმებს?! დღისა და ღამის წვრთნების დროს სამხედროების მომზადება აუცილებელი კომპონენტია მოდერნიზებული საჰაერო თავდაცვის დროს. სახმელეთო ჯარების საარტილერიო სისტემების განუვითერებლობა, საარტილერიო სროლებში სამხედროთა დახელოვნების არ ქონა მთლიანად წყალში ყრის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებისათის გაწეულ შრომასა და ფულად სახსრებს. თქვენ დაჟინებით ითხოვთ ამ სახსრების გადასროლას არჩევნებისათვის და თან ცდილობთ ეს "ხალხის სახელით" მოთხოვნის საბაბით გაამართლოთ. ვინ მოგცათ ხალხის სახელით მოითხოვოთ ქვეყნისათვის დამღუპველი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ ძნელბედობისას?! გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აკეთებთ ხალხის სახელის უზურპაციას.მე პირადად გეუბნებით, რომ არ ხართ "რკინის ლედი" თქვენ შეიძლება პიროვნულად ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ გთხოვთ მოეშვათ ამ სასაცილო ფერომანიას. თქვენ რომ მართლა აღმოჩნდეთ საქართველოს პრეზიდენტის რანგში არჩეული, ვერ შეძლებთ რუსეთის აგრესიის შეჩერებას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ წინამორბედის მსგავსად გააგრძელებთ რუსეთისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას, ჩრდილოელი ორთავიანი "გორინიჩი" კვლავ გააგრძელებს პროვოკაციებს. რუსეტს ეყოლება არა სააკაშვილის მთავრობა, არამედ "გოსპოჟა ანზოროვნას" სუსტი ჯგუფი. ამ ხელსაყრელ შემთხვევას რუსი არ გაუშვებს, ესეიგი გაამძაფრებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ დივერსიულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ და დაიწყებს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმდებარე რაიონებში მცხოვრები ხალხის შევიწროებას, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს. ამის შემდეგ თუ კვლავ განაგრძობთ პროდასავლურ კურსს, რუსეთი ადვილად მოგიწყობთ გადატრიალებას. თქვენ არ გყავთ გამოცდილი ახალი აზროვნების კადრები, თქვენი გარემოცვა კორუფციის აყვავებას პოტენციური ხელშემწყობ ძალად მიიჩნევს მრავალი. წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი ახლობლების არაპოპულარობა ქართველ ხალხში ძალიან მკაფიოა. სწორედ ეს გაუადვილებს რუსეთს დააფინანსოს რომელიმე პოპულისტი, მაგალითად შალვა ნათელაშვილი, ან სხვა უფრო მზაკვარი დემაგოგი, რომელსაც პოტენციურად უფრო დიდი გამოცდილება აქვს "ხალხის სახელით" პოლიტიკური მანევრირებისა . თქვენ აღმოჩნდებით არც მეტი ,არც ნაკლები, ტრანზიტული ხანმოკლე პერიოდის პრეზიდენტი , რომელსაც მოყვება ქართველი ჰუგო ჩავესის, მაგ. ნათელაშვილის მსგავის "ხალხის სახელით მოქაქანე" პოპულისტის გაპრეზიდენტება. ყველაფერი კი ვენესუელის მსგავსად "ხალხის სახელით" მუდმივი პრეზიდენტის მმართველობით დასრულდება. ეს კი იქნება საქართველოს "ჩავესიზაციის" რუსული ვარიანტი. ამ რუსული ვარიანტის რეალიზაციის შემდეგ დაიწყება დამონებული ქართველი გაღატაკებული მოსახლეობის გაბრუება ქართული და ლათინოამერიკული სინდერელა-კონკიებზე გადაღებული გაუთავებელი სერიალებით. გაღატაკებულ ხალხს კი "ხალხის სახელით" მოპარპაშე რუსული ტანკებითა და სპეცსამსახურებით გაძლიერებული "მესტნი დიქტატორები" საქართველოს გადააქცევენ რუსეთის რუდიმენტად! სწორედ ესაა ის საშიშროება, რასაც მე ვხედავ თქვენს დაჯინებულ ხელახალი არჩევნების მოთხოვნაში.ქალბატონო ნინო, გთხოვთ, ნუ ხმარობთ "ხალხის სახელს" ხელახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით. თქვით, რომ ესაა თქვენი და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების, საქართველოს ხალხის გარკვეული უმცირესი ნაწილის (და არა მთლიანი მოსახლეობის) სურვილი. იმედია გაგებით მოეპყრობით ჩემს და მრავალი ჩემს მსგავსად მოაზროვნე საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის თხოვნას. პატივისცემითგაგი ოთიაშვილინიუ იორკი, ადელფის უნივერსიტეტი, აშშ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 (edited) http://www.boom.ge/cached.php?id=1063016&a...%83%9D%E1%83%A1 ეს 2008 წლის დეკემბერშია მგონი გამოვაქვეყნე , ბაბაჯანაზე დაბლოკეს რუსებმა, და სხვაგანაც , მაგრამ თავის დროზე ბევრმა ემიგრანტმა წაიკითხა, და აქაურ გაზეთებშიც ემიგრაციულში იყო, ფორუმებზეც... http://forum.ge/?showtopic=33957553 http://despani.com/chveniezo/115/4381--041609.html http://www.facebook.com/topic.php?uid=2856...amp;topic=15551 Edited May 24, 2010 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 Gagi 67 თემაზე ვისაუბროთ, შრიფტი ეს მეატასეხარისხოვანია, ისე კი ფერი და ზომა - ადვილად წასაკიტხს ხდის. რაო , თემაზე არ გაქვს რამე შეხედულება?ფქვილოვნა არ გვადარდებს, ეგ ერთი. ვაშინგტონი როგორც მართავდა ისე არა, მაგრამ უკეთესად მართავს რუსეთს, ეს ორი. და რასაც რუსეთი ავისტოს მოვლენების შემდეგ აკეთებს 110%-ით დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარებ0ს. ესეც სამი.. ანუ ნაწილობრივ შენ პირველ პოსტს ვეთანხმები, ნაწილობრივ არა .. მამენტ ჩვეულებრივი შიფტით დაწერილი უფროა ადვილი წასაკითხი გაგი, ჩვეულებრივი გაუბოლდავ გაუფერადებელი შიფტით http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted May 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 მე ბევრს ვკითხულოპბ და ვწერ დამერე მსხვილი შრიფტი შესწორებისათვის მინდა , ეს როგორმე მაპატიეტ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 Gagi 67 ამ წერილს გულისხმობდით მის ანდერძის აგებაში? :D რატომ აღიქვავთ გახრწნილი კომუნისტი მამის ნებიერას ასეთ სერიოზულ ფიგურად არ მესმის. ვინ რას ეკითხებოდა მას ოდესმე, ეკითხება ან შეეკითხება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 მიშიკო არ მიდის პრაღაში? ადგილი განთავისუფლებულა და იქნებ ჩაეკვეხოს სიაში Обама пригласил президентов и премьер-министров встретиться за ужином в тот же день, когда президенты США и России в Праге намерены подписать договор СНВ-2. По неофициальным данным на встречу были приглашены президенты Литвы, Латвии, Эстонии и Румынии, а также премьер-министры Чехии, Польши, Словакии, Болгарии, Хорватии и Словении. Никто, кроме Грибаускайте, от личного приглашения Обамы не отказался.http://www.regnum.ru/news/1272355.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 მიშას ვერ აუგებ პოლიტიკური ანდერძს გაგი? თუ აშშელი ქართველების დიდ ნაწილს მაინც გიყვართ ხო? აბა რა, ის ხომ რუსეთის კლანჭებიდან იხსნის ამ უმადურ, დაუნახავ და ბნელ ერს... რომელიც ეჭიდავება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.