planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cagareishvili14-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების მოპოვების მიზნით მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ პროპაციონერების ოჯახის წევრების ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი’’, რომელიც ვაკეში აბაშიძის #47-ში ,,ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში განთავსდა. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ცენტრში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას საკუთარ თანამშრომლებთან, ვაკე-საბურთალოს გამგებლებთან და ამჟამინდელ დეპუტატებთან ერთად პროპაციონერების ოჯახის წევრები მიჰყავდა, რომელთაც ზეწოლით აიძულებდნენ არჩევნებში ხმა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის’’ მიეცათ და ამავდროულად მხარდამჭერების სიებიც წარედგინათ. ,,დოკუმენტაცია არსებობს, სადაც პატიმართა მონაცემები სრულად არის შეყვანილი. სწორედ ამ პროპაციონერების ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ტერორი, რომ ხმა მმართველი გუნდისთვის მიეცათ. ამ გაუბედურებულ ხალხს კიდევ ეს უნდოდათ. ამ შტაბში ხშირად მიდიოდნენ მამა-შვილი გაბაშვილი, გიგი უგულავა, ხოლო ყოველდღე დადიოდა ერეკლე კოდია სიტუაციის გასაკონტროლებლად’’, – განაცხადა ცაგარეიშვილმა. დეპუტატს პროპაციონერების ოჯახის წევრებზე ზეწოლისა და არჩევნების მსგავსი ფორმით გაყალბების შესახებ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის ყოფილმა კორდინატორმა ნატო ქოხიაშვილმა მიაწოდა. ამასთან, ცაგარეიშვილის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია მან ირაკლი ალასანიასთან ერთად გასულ კვირას მიაწოდა საქართველოში ეუთო-ს მუდმივმოქმედ კომისიას, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და სხვა აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts