planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri222.jpg პრემიერმინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ეს არჩევნები უნდა გახდეს წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. პრემიერ მინისტრის განცხადება, დღეს პრესსამსახურის უგფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გაახმაურა. მჭედლიშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა განმარტება გააკეთა იმ ვიდეორგოლის შესახებ სადაც გილაური მოსახლეობას მიმართავს. “ადგილობრივი არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით პრემიერმინიტრმა გადაწყვიტა მიემართა მოსახლეობისათვის და ასევე სახელმწიფო მოხეელებისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი გარემო წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს.” განაცხადა მჭედლიშვილმა მისივე თქმით, “მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა არ დაუშვებს ზოგიერთი საზელმწიფო ჩინოვნიკის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ხმის მიცემისას ზეწოლის მცდელობებს”. ნიკა გილაური ვიდეო რგოლში ხაზს უსვამს რამდენიმე მომენტს, რომელიც ისჯება კანონით. ეს არის არჩევნებში მონაწილეთა კანდიდატებზე ზეწოლა კანდიდატურის მოხსნის მიზნით, ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ გასამრჩელოს დაპირება და სხვა საკითხები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts