planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tofaze-gogi1-150x150.jpg “სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში” თბილისის მერობის კანდიდატები 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ‘გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის’ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა თბილისის მერობის სამმა კანდიდატმა – გოგი თოფაძემ, ირაკლი ალასანიამ და გია ჭანტურიამ მიიღეს. მერობის კანდიდატებმა, სტუდენტებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ხუთი უმაღლესი სასწავლებლის – “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის”, “კავკასიის ბიზნეს სკოლის”, ‘”ჯიპას”’, “ილიას უნივერსიტეტისა” და “ტექნიკური უნივერსიტეტის” სტუდენტებმა მიიღეს. რაც შეეხება ალიანსის’მერობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას არჩევნებში მთავარ კონკურენტს დამარცხებულად მიიჩნევს, – ამის შესახებ ალასანიამ “სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში”’ სტუდენტებთან შეხვედრისას ერთ – ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა. “დღეს ჩემს მთავარ კონკურენტს დამარცხებულად მივიჩნევ, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევნებზე მოსვლას აპირებს, დანარჩენი კი 30 მაისს გამოჩნდება”’, – აღნიშნა ალასანიამ. შეხვედრაზე, ასევე, მიწვეული იყო თბილისის მოქმედი მერი, მერობის კანდიდატი გიგი უგულავაც, რომელიც “შერატონ მეტეხი პალასში”’არ გამოცხადდა. სტუდენტებმა თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრაზე გიგი უგულავას მიუსვლელობა გააპროტესტეს. კითხვა – პასუხის რეჟიმში გადასვლის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თამარ კაკაბაძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უგულავა სტუდენტებთან შეხვედრაზე არ მივიდა. ქრისტიან – დემოკრატების’ მერობის კანდიდატი გია ჭანტურია კი სასტიკად უარყოფს და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ის ინტერპოლის მიერ არის ძებნილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამარ კაკაბაძის შეკითხვაზე – ‘”ხართ თუ არა ძებნილი წითელი ცირკულარით”?’, ჭანტურიამ განაცხადა, რომ საქართველოდან არ გაპარულა და არავითარი ცირკულარით არ იძებნება. “მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ საქართველოდან გავპარულიყავი. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საბარგულით გადავიპარე – სიმართლეს არ შეესაბამება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბარგულში ვერ ვეტევი’, – აღნიშნა ჭანტურიამ და განაცხადა, რომ უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამას ადასტურებენ.‘მისივე თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც სჯერათ, თითქოს ჭანტურია ძებნილია, არჩევნების შემდეგ აუხსნის, რომ ეს სიმართლე არ არის. გოგი თოფაძემ სტუდენტებს თხოვნით მიმართა: “ოღონდ 5 ნომერი არ შემოხაზოთ და რომელიც გინდათ ის შემოხაზეთ”. – აღნიშნა თოფაძემ. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პროექტი – “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში განხორციელდა. პროექტის თანახმად, ჩატარდა გამოკითხვა – ‘”თბილისის მერობის რომელ კანდიდატთან ისურვებდით შეხვედრას?’ – სტუდენტების უმრავლესობამმხარი ოთხ კანდიდატს: ირაკლი ალასანიას, გოგი თოფაძეს, გია ჭანტურიას და გიგი უგულავას დაუჭირა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts