planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x50010-150x150.jpg1 მილიონი ლარის პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სალაროს ქვითრებისა და სხვა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და ოზურგეთში დააკავეს ეჭვმიტანილები: ზაზა და კახა მუკბანიანები, გიორგი ბარნაბიშვილი, გრიგოლ მაცაბერიძე, მალხაზ ქიტიაშვილი, ლევან ფირცხალავა, ლევან და რეზო ჩორგოლეიშვილები და ერემი მუჯირი, რომლებმაც ჯგუფურად და ინდივიდუალურად გარვეული თანხების სანაცვლოდ ე.წ. უსაქონლო ოპერაციის შედეგად დაამზადეს სოლიდური ღირებულების ყალბი ზედნადებები და ქვითრები. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ფიქტიური დოკუმენტაცია, დაურეგისტრირებელი სალარო აპარატები, ყალბი ბეჭდები. გაირკვა, რომ ლ. და რ. ჩორგოლეიშვილების მიერ სხვადასხვა დროს დამზადებული იქნა 230 ცალი ყალბი სალაროს ქვითარი, დაახლოებით 1 მილიონი ლარის საქონელზე, რითაც სახელწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაბამისად ოთხიდან შვიდ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts