planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_4102-copy4-150x150.jpg “სახალხო დემოკრატებმა” დღეს წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის ეკონომიკური პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს. “სახალხო დემოკრატების” ლიდერისა და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ნიკა ივანიშვილის განცხადებით პლატფორმაში ის ეკონომიკური ხედვებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. ივანიშვილის თქმით, თბილისში თავმოყრილია მოსახლეობის მესამედი, ეკონომიკის ორი მესამედი, რაც როგორც თბილისისთვის ისე მთელი ქვეყნისთვის არასახარბიელოა. მისი თქმით, დაუშვებელია რეგიონებში გატარდეს თბილისისგან განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც სასტუმრო “სიმპატიაში” პროგრამის წარდგენისას, ნიკა ივანიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მისმა პარტიამ ეკონომიკურ პლატფორმაში აქცენტი, ბიზნესის თავისუფლებაზე, სოციალურ სფეროზე და ჯანდაცვაზე გააკეთა. პროგრამის ფარგლებში ასევე პარტიის წევრებმა არასამამთავრობო ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხები და დასაქმების პრობლემა განიხილეს. ივანიშვილის განცხადებით, დასაქმების პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია ბიზნესი სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდეს. “გავათავისუფლოთ ბიზნესი სახელმწიფო რეკეტისა და მაფიოზური კლანების წნეხისაგან და თავისუფალი ბიზნესი თავად გადაჭრის დასაქმების პრობლემას”_ აცხადებს თბილისის მერობის ერთ_ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts