Jump to content
Planeta.Ge

ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება


Recommended Posts

ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა.

 

"ყველა მოქმედება და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მიერ მიღებულმა ზომებმა შედეგები არ გამოიღო. რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები კონფლიქტური ზონის ფარგლებს გასცდა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაირღვა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი მუქარა ყოველ საათში იზრდება და დევნილების ნაკადიც მატულობს. მსგავს პირობებში, უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვტილება მიიღეს.

 

"ოთხი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტის მიზანი-საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან და მის მთავრობასთან შეხვედრა და მოვლენების ტრაგიკული განვითარების შეჩერებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...