FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო თბილისში მოემგზავრება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა. "ყველა მოქმედება და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერთა მიერ მიღებულმა ზომებმა შედეგები არ გამოიღო. რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებები კონფლიქტური ზონის ფარგლებს გასცდა და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაირღვა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი მუქარა ყოველ საათში იზრდება და დევნილების ნაკადიც მატულობს. მსგავს პირობებში, უკრაინის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვტილება მიიღეს. "ოთხი ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტის მიზანი-საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან და მის მთავრობასთან შეხვედრა და მოვლენების ტრაგიკული განვითარების შეჩერებაა", - ნათქვამია განცხადებაში. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.