planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/lagidze73-150x150.jpgპარტია ,,მომავალი საქართველოს” ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი ლაღიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გელა ჩივაძე მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდენენ. მათ მოსახლეობას საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემებიც მოისმინეს. მთაწმინდის რაიონის, ისევე, როგორც მთელი თბილისის მოსახლეობას, უმუშევრობის, ავარიული სახლების და კომუნალური გადასახადების პრობლემა აწუხებთ. ლაღიძის თქმით, ამ რაიონში არის შიდა გზების პრობლემაც. ,,არის შიდა გზების პრობლემა ამ რაიონში, ეს ხელისუფლება მხოლოდ ცენტრალურ გზებს აგებს, შიდა გზებზე ასფალტი ფაქტიურად არაა. მიმაჩნია რომ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ძველი უბნები დიდ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების მოგვარებას”,- აღნიშნა ლაღიძემ. მთაწმინდის რაიონის ამომრჩევლები ლაღიძეს არჩევნებზე მისვლას და მხარდაჭერას დაპირდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts