planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/e-150x150.jpgElit Model Look Georgia 2010 წლის კონკურსანტები მაყურებლის წინაშე დღეს, 24 მაისს, 20:30 საათზე თბილისი ივენთ ჰოლში წარსდგებიან. კონკურსის ფინალური კასტინგი პირველ მაისს ჩატარდა, სადაც 23 საუკეთესო დამწყები მოდელი გოგონა შეირჩა. გოგონებმა წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი კლინიკა მედიში გაიარეს. წელს კონკურსანტებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა “კიკალა – სტუდიოს” მოწვეულ ფოტოგრაფთან, პეტრა ფიცოვასთან, ემუშავათ. Elit Model Look Georgia საქართველოში 2007 წლიდან ტარდება. გამარჯვებულს ჟიურის თავმჯდომარე ვიქტორია და სილვა გამოავლენს. სპეციალურად ამ კონკურისათვის ჩეხური Fასჰიონ ტვ – ის წარმომადგენელმა ზუზანა პოლაჩკოვამ 23 გოგონასათვის ტანსაცმლის კოლექცია ჩამოიტანა, რომლის ნახვაც ხვალ, 25 მაისს, რესტორან “ქალაქურში” მისულ ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. Elit Model Look Georgia მიზანია მსოფლიო მასშტაბით მომავალი ტოპ მოდელების აღმოჩენა. კონკურსს ყოველწლიურად 500 ათასი გოგონა მონაწილეობს და მხოლოდ 70 ფინალისტი ხდება საერთაშორისო კონკურის მონაწილე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts