Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შაშიაშვილმა “სახალხო სასამართლოს” არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი აუდიო მასალა წარმოუდგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili-15-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა “სახალხო სასამართლოს” არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი აუდიო მასალა წარმოუდგინა.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით, ამ მასალაში შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე ჩანაწერში ვრცლად საუბრობს არჩევნების გაყალბების და მაშინდელი ოპოზიციის შესახებ.

 

 

“ჩანაწერში ჯორბენაძე საუბრის მონაწილეებთან იხსენებს, “მოქალაქეთა კავშირის” მიერ არჩევნებში 350 000 ყალბი ბიულეტენის ჩაყრას. აქვე ჯორბენაძე შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის გეგმებზეც საუბრობს, რასაც სააკაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება”, _ აცხადებს “ექსპრესნიუსთან” საუბარში შაშიაშვილი.

 

 

მისი თქმით, აშკარაა, რომ სააკაშვილს მისი თანამდებობიდან გადადგომა არ უნდოდა, თუმცა ივანოვის თბილისში ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა.

 

 

“ამ ჩანაწერში ასევე უკვე იკვეთება მათი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ დამოკიდებულება, ის რაც მოხდა “იმედთან”, აქ არის ჩადებული”, _ აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით ჩანაწერი ამტკიცებს იმას, რომ ესენი ერთ გუნდად მოქმედებდნენ.

 

 

თემურ შაშიაშვილი “სახალხო სასამართლოსთვის” მოგვიანებით იმ აუდიომასალის წარდგენასაც გეგმავს, რომელიც გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას ეხება.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით, ჩანაწერი ჯორბენაძის მანქანაში მყოფი, ერთ-ერთი თანმხლები პირის მიერაა ჩაწერილი.

 

 

“სახალხო სასამართლოს” წარმომადგენლებმა მოძრაობა “თეთრების” ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით საქმე უახლოეს მომავალში იქნება განხილული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...