planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ოთარ კვირიკაშვილმა ცესკოს ტრენერის ალექსანდრე ჯუგაშვილის ქმედება გააპროტესტა, რასაც კომისიის „ნაციონალი“ წევრებისგან ჩხუბი მოჰყვა. „ცესკოს ტრენერი ალექსანდრე ჯუგაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ასწავლის, რომ თუ საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ჟურნალში იმდენივე ხელმოწერა უნდა გაკეთდესო. ასევე მიუთითებს, რომ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა ღიად, კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელად მისცეს და ეს დარღვევა არ არისო. ამასთან, ჯუგაშვილი საუბრის დროს იყენებს ტერმინს „ჩვენ“ და ღიად გამოხატავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. მის ამ ქმედებებზე პროტესტი გამოვთქვი და განვაცხადე, რომ მას არა აქვს უფლება, კომისიის წევრებს ასეთი მითითებები და რეკომენდაციები მისცეს, რაზედაც კომისიის „ნაციონალმა“ წევრებმა ჩხუბი დაიწყეს. ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ და თქვენ არავინ გკითხავთო, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ კვირიკაშვილმა. ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე ინციდენტს უარყოფს. „ტრენინგები დარბაზში ტარდება. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ინციდენტი არ მომხდარა“, – აღნიშნა მან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts