planetanews Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ხუციშვილი „ქრისტიან დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლევან კაკუნაშვილს და მის მხარდამჭერებს, პლაკატების დაზიანებაში ადანაშაულებს. „პლაკატებს ვერ ახევენ და კანდიდატის სახეს და საარჩევნო ნომერს ჩიჩქნიან. ჩვენი პლაკატების გვერდზე „ქრისტიან დემოკრატების“ პლაკატები ხელუხლებელია. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს საარჩევნო პლაკატებს ზუსტად ისინი აზიანებენ“, - განუცხადა ხუციშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას „ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობაში“ კატეგორიულად უარყოფენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts