Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კანის კინოფესტივალზე გამარჯვებულები დასახელდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kani-oqros-palma1-150x150.jpgკანის 63-ე კინოფესტივალზე გამარჯვებულები დასახელდა. “ოქროს პალმის რტო” ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგა ვირასეტაკუნის ფილმმა “ბიძიკო ბუნმე, რომელსაც ყველა თავისი წარსული ცხოვრება ახსოვს” მოიპოვა.

63-ე კანის ფესტივალის გრან-პრი ფრანგი ქსავიე ბოუვუას სურათმა “ღმერთები და ადამიანები” მიიღო.

საუკეთესო რეჟისორი მატიე ამალრიკის ფილმით “ტურნე” გახდა.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟულიეტ ბინოში დასახელდა. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტული კი ესპანელმა ხავიერ ბარდემმა და იტალიელმა ელიო ჯერმანომ გაიყეს.

ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი რეჟისორი და კინოში გოთიკური სტილის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი ტიმ ბერტონია. ბარტონთან ერთად ჟიურიში კეით ბეკინსეილი, ბენისიო დელ ტორო და ინდოელი რეჟისორი და მსახიობი შახარ კაპური შედიან.

კანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თემაზე რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმის “GEOღGIA” დახურული, არასაკონკურსო ჩვენებაც გაიამრთა.

კინოფესტივალზე, ასევე, ქართველი რეჟისორის – ოთარ იოსელიანის ნამუშევარის “შანტრაპას” პრემიერა გაიმართა. სურათი კონკურსში არ მონაწილეობდა.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. პირველად 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარდა საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ფესტივალი ყოველწლიურად მაისის თვეში ტარდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...