Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კომერსანტი: სააკაშვილი ოპერაცია “მემკვიდრეს” ატარებს, მემკვიდრე უგულავაა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_563010-150x150.jpghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/president-11-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია “მემკვიდრე” დაიწყო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა გახდეს, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

ამის შესახებ “კომერსანტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

გამომცემლობის ინფორმაციით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გენერალური რეპეტაცია იქნება. არჩევნების შედეგები სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს.

“საარჩევნო კამპანია სრულდება, და ჩვენ, როგორც ყველაზე ორგანიზებულ და წამყვან პოლიტიკურ ძალას საქართველოში, ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა სიძნელის მიუხედავად, ჩვენ უნდა რეფორმების კურსი შევინარჩუნოთ და ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და კიდევ, ჩვენ არჩევნები სამაგალითოდ უნდა ჩავატაროთ, რათა არავის ჰქონდეს ჩვენი დადანაშაულების საფუძველი”, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი აზრით, მეორე ამოცანა არის პრიორიტეტული, რადგან ვინმე მაინც იყვირებს რომ არჩევნები გაყალბებულია.

“ერთი ქვეყნის მცდელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს განადგურება სურს, ჩვენ ორგანიზებულად ჩავატარებთ არჩევნებს”, – დადო პირობა სააკაშვილმა.

საქართველოს ყველა რეგიონიდან უმნიშვნელობანესია თბილისი, სადაც მერის პირდაპირი არ|ჩევნები ირველად ჩატარდება. ქვეყნის ცესკომ მერობის 9 პრეტენდენტი დააფიქსირა. ქალაქის მოქმედ მერს ყველა გამოკითხვით ხმათა 57% ერგება.

უგულავა “მეურნე კაცის” იმიჯს ჰქმნის. ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ის მხოლოდ ცხოვრების გაუმჯობესებაზე, და არა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, უგულავა ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიბცია არ გააჩნია. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი მაღალი რეიტინგი, ნათქვამია სტატიაში.

“თბილისელები თვლიან, რომ ქალაქს მეურნე სჭირდება და არა პოლიტიკოსი, რომელიც მერის სავარძელს მხოლოდ პრეზიდენტობისთვის ტრამპლინად გამოიყენებს”, – თვლის სტატიის ავტოტი.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უგულავა 2013 წლის არჩევნებში არ იყრის კენჭს. საქმე იმაშია, რომ უგულავა სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრეა, და პრეზიდენტის სხვა ფავორიტებისაგან განსხვავებით, მისი ერთგულია. სააკაშვილს კი მის სურათს გულთან ახლოატარებს, და ამით ყველაფერია ნათქვამი, წერს “კომესანტი.

კომერსანტის აზრით, ეს ყველაფერი უგულავას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების იდეალურ კანდიდატად აჩენს. სააკაშვილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამჟამად მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება. პრეზიდენტის გუნდიდან უგულავა ყველაზე შესაფერისი კანდიდატია. ამასთან ერთად, თუკი ის თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, 2013 წელს მისი შანსები ერთი-ორად გაიზრდება.

გამომცემლობის ინფორმაციით, ოპერაცია “მემკვიდრე” ჩატარებისას სააკაშვილი პუტინის გამოცდილებას გამოიყენებს და პრემიერის სავარძელს დაიკავებს. ეს ვარიანტი მით უფრო მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში გარდაქმნას აპირებს.

როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარემ ავთანდილ დემერაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა, 2012 წლის არჩევნები ახალი კონსტიტუციით ჩატარდება, ასე რომ, თუ ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს, მას უფლება ექნება პრემიერის პოსტზე ნებისმიერი კანდიდატი წარადგინოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი”.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

ქვეყნის ცესკომ მერობის 9 პრეტენდენტი დააფიქსირა. ქალაქის მოქმედ მერს ყველა გამოკითხვით ხმათა 57% ერგება.

7% რატომ დააკლეს? ვანომ თქვა 64%.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილოაზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტიურად ოპერაცია “მემკვიდრე” დაიწყო. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა გახდეს, სააკაშვილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

შანსი არ არის.. სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ვერ გახდება და ვერც უგულავა მოირგებს "ბელადის" მანტიას, რადგან 2013 წლისთვის 110% გარანტიით ვამბობ რომ ორივე მკვდარი იქნება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შანსი არ არის.. სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ვერ გახდება და ვერც უგულავა მოირგებს "ბელადის" მანტიას, რადგან 2013 წლისთვის 110% გარანტიით ვამბობ რომ ორივე მკვდარი იქნება..

და რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს? :O

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს?

სავარაუდოდ მიღებული ლუდის დიდი რაოდენობა....

 

 

და სააკაშვილის მომხრეები ობამას შავ ტაკუნებს სულ ტყუილად ახსენებენ დილასაღAმოს?( წყარო-გე)..ტუ ეგრე მყარადაა მიშა რომ დაჟემც მომკვიდრეს ირჩევს და გვიტოვებს...ზნაჩით სხვა მიზეზი აქვს ტაკომოყვარულობას ხომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს?

უბრალოდ ეგრე ვფიქრობ :))

 

პროსტინის წერა მეზარება, უფრო მოკლედ ახსნა კიდო არ გამოვა : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მემკვიდრე, რის მემკვიდრე...მითუმეტეს უგულავა. მეტი დარდი არა აქვთ ეხლა ვანოს და ადეიშვილს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

შანსი არ არის.. სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ვერ გახდება და ვერც უგულავა მოირგებს "ბელადის" მანტიას, რადგან 2013 წლისთვის 110% გარანტიით ვამბობ რომ ორივე მკვდარი იქნება..

ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიტყვი დიდი შანსია უგულავა 2013-წელს გახდეს პრეზიდენტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მაიცა რამენაირად იმედი გაქვს, რომ 2013-მდე მიაღწევენ?

ეხლა თუ მერი გახდება უგულავა მას უდიდესი შანსები ექნება რომ 2013-წელს გახდეს პრეზიდენტი

 

მიაღწევენ რომელია აბა რას უზავენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიტყვი დიდი შანსია უგულავა 2013-წელს გახდეს პრეზიდენტი

გამორიცხულია ეგ ჰამბავი ფრიდრიხ. აი რასაც ქვია გამორიცხული.. სააკაშვილი უეჭველი ტრუპია, რადგან ძალიან უხერხული მოწმეა თეთრი სახლისთვის/ვაშინგტონისთვის და ლენგლი ან თითონ განახორციელებს მის ლიკვიდაციას ან რუსეთის ხელით მოიშორებს. უგულავაც დიდი ალბათობით წერილზე წავა და ისიც რუსეთის ხელით..

 

დაინახეთ ხალხო ბოლო ბოლო, რომ ვაშინგტონმა საქართველო რუსეთს გადააბარა და გადააბარა იმიტომ რომ აგვისტოს ომით თეთრმა სახლმა სწორედ მაგ რუსეთის გამარიონეტების პროცესი დაასრულა და დღეს აკონტროლებს რა კრემს 110%-ით, სწორედ მასთან ურთიერთობებით ურჩევნია რეგიონალური და გეოპოლიტიკური საკითხების დარეგულირება, ვიდრე ცალკე აღებულ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ცალკე აღებული პროექტებით მუშაობა.. რუსეთი ჯიბეში ყავს ვაშინგტონს..

 

ასე რომა გეოპოლიტიკური ძვრების ეპოქა იწყება და განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეულ ფორმებში ეს სწორედ პოსტ საბჭოთა სივრეცეში გამოვლინდება, სადაც ვაშინგტონი/დასავლეთი, ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში და ჩინეთის ერთ ერთ საპირწონედ ახალ კონტროლირებად გეოპოლიტიკურ ცენტრს ქმნის რუსეთის ბაზაზე..

 

იმდენჯერ მაქვს დაწერილი ამ თემებზე რომ ახლიდან წერა მეზარება, ხოდა რაც იქნება იქნება რა იტოგში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

უტიაშვილი ამოაგდე გატრუპულების სიიდან?

:givi:

ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიტყვი დიდი შანსია უგულავა 2013-წელს გახდეს პრეზიდენტი

მეც ვეტანხმები-ყურადღEბა მიაქციეთ სიტყვებს -დიდი შანსია..არ წერს ეს კაცი უეჭველიო, რადგანაც მანამდე რომელი კლანი მოჯდება სატავეში არ ვიცით..მაგრამ იმისი ილუზია რომ ნაცები რევოლუციის ან მიტუმეტეს არჩევნების შედეგად დასთმობენ ძAლაუფლებას ესაა ზღAპარი( მინიმუმ)...ნუ მოქკავშირისეულ ტრანსფორმაციას არ გამოვრიცხავ..არც იმას რომ უმეტესობა "ერის" ამას ჭამს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

asds

უტიაშვილი ამოაგდე გატრუპულების სიიდან?

უტიაშვილი ვინ ოხერია.. მაგას თითონ შეჭამენ მალე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

უტიაშვილი ვინ ოხერია.. მაგას თითონ შეჭამენ მალე..

ესეიგი შ.ს.ს.-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვინ ოხეროა და თან ეგრე ადვილად თვითონ შეწამენ არა? უტიაშვილი იხელა ლუკმაა ვინც გადაყლაპვას დაუპირებს თვითონ მოიხრჩობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...