bebo Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 თქვენი აზრი მაინტერესებს.ყველა პარტიას უწერია, ან დეკლარირებს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"რით და როდის? მიახლოებით 30 წელი არამგონია იყოს რამე შანსი და რატომ არ ვუთხრათ ხალხს სიმართლე. ჩემი აზრით გამოდგება თეზისი:"დაკარგული ტერიტორიების იურიდიულ სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის" ამ თეზის კი ის ჩემი ძველი პროექტი (რა თქმა უნდა დასამუშვებელია): "ტერიტორიების დაბრუნების გეგმის ნიმუში საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს ეტაპობრივათ მიახლოებით 15 – 20 წლის სამოქმედო გეგმით. ამ გეგმის განხორციელებისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნას ოფიციალური გადაწყვეტილება: ა). საქართველომ ტეერიტორიების დაბრუნების პირველ ეტაპზე უნდა გადადოს რომელიმე სამხედრო სტრუქტურებში გაერთიანების სურვილი (ნატო); ბ). უნდა მიღებულ იქნას ოფიციალური დოკუმენტი სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე. გ). რუსეთ საქართველოს ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის პრიორიტეტი; დ). საერთაშორის მაშტაბით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის არცნობის გარანტიების მიღწევა; ე.) საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის მიღწევა. აფხაზეთისა და სამაჩაბოლო საქართველოს იურისდიქცი ქვეშ დაბრუნება უნდა გაიყოს 5 ეტაპად: 1. მოსამზადებელი ეტეპი (2-3 წელი): 1. ა). რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა; ბ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენა; გ). საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობა; დ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა ე. სეპარატისუტლი რეგიონების მაცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის უფლება განურჩევლივ მოქალაქეობისა. 2. ეკონომიური ზეგავლენა (8 –10 წელი). რუსეთის ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნეია ამ რეგიონებში მუდმივი ეკონომიური კრიზისი, რაც საქართველოს აძლევს დიდ უპირატესობას. ამ ეტაპზე ფინანსების დაბანდება უნდა მოხდეს არ თვით რეგიონში, არამედ მოსაზღვრე რეგიონებში ქართლში და სამეგრელოში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილებულ იქნას ზუგდიდში და გორიში: ა). თავისუფალი ეკონომიური და სავაჭრო ზონებს გორის და ზუგდიდის რაიონში; ბ). კაპიტალის დაბანდებას და ინვესტორბის მოწვევა; გ). ქარხნების მშენებლობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით შექმნა. დ). სავაჭრო ზონების შექმნა; ე). რეგიონებიდან შემოსული მუშების შეღავათიანი სამედიცინო დაზღვევა. 3. ეკონომიური ესპანსია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში (5 – 6 წელი), რომელიც ითვალისწინებს ქართველი ბიზნესმენების ეკონომიური მხარდჭერას: ა). უპროცენტო კრედიტების გაცემა; ბ.) პროდუქციის რეალიზაციის დახმარება. 4. მესამე ეტაპის განხორციელების შუა პერიოდიდან პრპაგანდისტული მუშაობა სეპარტისტულ რეგიონებში (2 წლი მესამე ეტაპიდან + 2 წელი): ა). მედია საშუალებები პრპაგანდის დაფინანსება; ბ). კულტურული ღონისიებების დაფინანსება; გ) ინდივიდუალური მუშაობის დაფინანსება. 5. ბოლო ეტაპი რეფერენდუმის მოწყობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თაობაზე." ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 თქვენი აზრი მაინტერესებს.ყველა პარტიას უწერია, ან დეკლარირებს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"რით და როდის? მიახლოებით 30 წელი არამგონია იყოს რამე შანსი და რატომ არ ვუთხრათ ხალხს სიმართლე. აქ ალასანიას დავუსვი მე კითხვა მაგის თაობაზე არსებობს რეალური მოსაზრება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მყისიერად, 3, 5 და 7 წელიწადში გამორიცხულია. რამდენად შესაძლებელია ამომრჩევლებისთვის ამგვარი არც თუ სასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება კანდიდატის მიერ, თუ ეს ნაბიჯი სავარაუდოდ დიდ მოგებას საარჩევნო კამპანიას არ მოუტანს. რამდენად შესაძლებელია სიმართლის თქმა, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ თემას გვერდს ვერ აუვლით?და აი ეს მიპასუხა.საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება ობიექტურად ხანგრძლივი პროცესი იქნება, და მე ვთვლი რომ საზოგადოებას ამაზე პირდაპირ და დაუფარავად უნდა ვუთხრათ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2010 (edited) აქ ალასანიას დავუსვი მე კითხვა მაგის თაობაზე არსებობს რეალური მოსაზრება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მყისიერად, 3, 5 და 7 წელიწადში გამორიცხულია. რამდენად შესაძლებელია ამომრჩევლებისთვის ამგვარი არც თუ სასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება კანდიდატის მიერ, თუ ეს ნაბიჯი სავარაუდოდ დიდ მოგებას საარჩევნო კამპანიას არ მოუტანს. რამდენად შესაძლებელია სიმართლის თქმა, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ თემას გვერდს ვერ აუვლით?და აი ეს მიპასუხა.საქართველოში კონფლიქტების დარეგულირება ობიექტურად ხანგრძლივი პროცესი იქნება, და მე ვთვლი რომ საზოგადოებას ამაზე პირდაპირ და დაუფარავად უნდა ვუთხრათ. ნუ ამ შემთხვევაში ეს თეზისი მისაღებია. უბრალოდ განსხვაევბა ბევრ რამეში და თან ჩემი აზრით ოდნავ პოლიტიკის შეცვალასც გულისხმობს.ძნელია საუბარი დეფაქტოებთან როდესაც პირდაპირ გიწერია "ტერიოტირების დაბრნება".ამ შემტხვევაში არამგონია ცუდი იყოს. საწყენი არის რა თქმა უნდა. პ.ს ბაბუ გასაგებია, მარგამ ბებომ რა დააშავა 20% ვორნი რომ მიურტყია ვიღაცას.ვაააააააა, მოხუც ბებიებსაც არ ინდობთ უკვე ხო? Edited May 23, 2010 by bebo ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 ნუ ამ შემთხვევაში ეს თეზისი მისაღებია. უბრალოდ განსხვაევბა ბევრ რამეში და თან ჩემი აზრით ოდნავ პოლიტიკის შეცვალასც გულისხმობს.ძნელია საუბარი დეფაქტოებთან როდესაც პირდაპირ გიწერია "ტერიოტირების დაბრნება".ამ შემტხვევაში არამგონია ცუდი იყოს. საწყენი არის რა თქმა უნდა.თუ არ გიწერია ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ ცოტა რისკია - შეიძლება სულ უშანსოდ დაიკარგოს. "ტერიტორიების დაბრუნების" გარეშე 30-40 წლიანი უშეცდომო პოლიტიკის წარმოებაა საჭირო, შევძლებთ კი მაგდენს როცა ჯერ 1 წელიც კი არ გვიცხოვრია გონივრულად? პ.ს ბაბუ გასაგებია, მარგამ ბებომ რა დააშავა 20% ვორნი რომ მიურტყია ვიღაცას.ვაააააააა, მოხუც ბებიებსაც არ ინდობთ უკვე ხო? მე არაფერ შუაში ვარ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 თქვენი აზრი მაინტერესებს.ყველა პარტიას უწერია, ან დეკლარირებს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"რით და როდის? მიახლოებით 30 წელი არამგონია იყოს რამე შანსი და რატომ არ ვუთხრათ ხალხს სიმართლე. ჩემი აზრით გამოდგება თეზისი:"დაკარგული ტერიტორიების იურიდიულ სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის"ეხლა ერთ ძალიან არასასიამოვნო რამეს დავწერ მაგრამ ვფიქრობ რომ ტერმინი/თეზისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება საერთოდ უნდა ამოიღოს პოლიტიკურმა ესტებლიშმენტმა ხმარებიდან.. რატომ? იმიტომ რომ საქართველომ პირველ რიგში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები აფხაზი და ოსი ეროვნების ადამიანები "დაკარგა" და მხოლოდ ამის შემდეგ ტერიტორიები, შესაბამისად ტერიტორიების დაბრუნება "დაკარგული" თანამოქალაქეების/ადამიანების დაბრუნებით უნდა დაიწყოს, რაც პრინციპულად ახლებურ მიდგომას საჭიროებს საკითხისადმი.. ტერიტორიებს რაც შეეხება და თუ რეალისტურად შევხედავთ ვითარებას დღეის მდგომარეობით ერთადერთი შანსი იმისა, რომ ოფიციალურმა თბილისმა სოხუმზე და ცხინვალზე საკუთარი იურისდიქცია აღიდგინოს არის სახელმწიფო მოწყობის კონფედერაციული მოდელის ბაზისად აღება და ამ მოდელის ირგვლივ მხარეებს შორის ეტაპობრივი მოლაპარაკებების დაწყება. თუ მოსახლეობა და პოლიტიკური "ელიტა" სამხედრო გზასა და უნიტარულ საქართველოს მიიჩნევს ერთადერთ მისაღებ ვარიანტად მაშინ ოფიციალური თბილისი ვეღარასდროს ვეღარ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, რადგან თუ უახლოესი 3-5-7 წლის მანძილზე არ დაიწყება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს ინტეგრაციული პროცესი, სოხუმი და ცხინვალი რუსეთში ინტეგრაციას დაიწყებს და 10-15 წელიადში ორივე სეპარატისტული რეგიონი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდება.. ეს იმ შემთხვევაში რთქმაუნდა თუ ვაშინგტონსა და მოსკოვში საქართველოს სრული დეზინტეგრაცია არ აქვთ განზრახული, თორე თუ საქართველოს დეზინტეგრაცია გაგრძელდა ერთი ღმერთმა თუ იცის მაშინ რა და როგორ იქნება .. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 "დაკარგული ტერიტორიების იურიდიულ სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის"ამ თეზისს რაც შეეხება და რომელ იურიდიულ სტატუსზეა საუბარი? სოხუმისთვის და ცხინვალისთვის აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც რუსეთის და კიდევ ერთი ორი ფენომენის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა რაც ერთ იურიდიულ სტატუსზე მიუთითებს, ოფიციალური თბლისისთვის სოხუმიც და ცხინვალიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია რაც სრულიად სხვა იურიდიული სტატუსია.. იურიდიულ სტატუსებზე ჯერ ნაადრევია ვგონებ საუბარი.. ნაბიჯ ნაბიჯ უნდა აღდგეს დიალოგი მხარეებს შორის და დიალოგის საგანი ნომინალურად/ არაოფიციალურ დონზე შეიძლება იყოს პერსპექტივაში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა, სხვა საკითხებთან ერთად. იმდენად კომპლექსური თემაა რომ წლები დაჭირდება მის შემზადებას, თან ამ ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც კაცმა არ იცის როდის მოხდება.. სააკაშვილთან გასაგები მიზეზების გამო არავინ საქმეს არ დაიჭერს .. asesino_141 asds ხელმოწერა წაშალე, თორემ ყველა პოსტს წაგიშლი იცოდე.რომელი ხელმოწერა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 იმიტომ რომ საქართველომ პირველ რიგში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები აფხაზი და ოსი ეროვნების ადამიანები "დაკარგა" და მხოლოდ ამის შემდეგ ტერიტორიები, შესაბამისად ტერიტორიების დაბრუნება "დაკარგული" თანამოქალაქეების/ადამიანების დაბრუნებით უნდა დაიწყოს, რაც პრინციპულად ახლებურ მიდგომას საჭიროებს საკითხისადმი..მილიონ პროცენტი მართალი ხარ! ამაზე მეც ბევრჯერ მითქვია. ამ ფორუმზეც ვთქვი. ეს პროცესი (აფხაზი და ოსი ადამიანების დაბრუნება) დაიწყება, როცა ქართველების საქართველოში დაბრუნება დამთავრებული პროცესი იქნება. ეს პროცესი (ქართველების საქართველოში დაბრუნება) მაშინ დაიწყება, როცა პროცესი "მე საქართველოდან წავალ" (ამ ფორუმზეც არსებობს ეს პროცესი) დამთავრებული იქნება. რამდენი წელი უნდა ამ პროცესების დაწყებას, მიმდინარეობას და დამთავრებას დამოკიდებულია რამდენათ დიდი სურვილი არსებობს ხალხში და ხელისუფლებაში:1. როდის დავიწყეფთ2. როგორ წარვმართავთ3. სადამდის თანმიმდევრულები და შედეგიანები ვიქნებით.ამაში შეიძლება 30 წელიც არ გვეყოს დაშეიძლება 3 წელშიც ჩავეტიოთ. ჯერ დაწყება და დამწყები არა ჩანს. ვიმეორებ რამ დაანგრია (ჩვენ დავანგრიეთ) საქართველო: არაქართველებს ჩაუნერგეს შიში ქართველების უსამართლობის არაქართველების მიერ, თუ ერთი ერთზე დარჩებით ქართველებთან ერთ სახელმწიფოში. აქამდე შეგეძლოთ მოსკოვში გეჩივლათ ქართველების უსამართლოებაზე, ამის მერე ვეღარავისტან უჩივლებთ. თქვენ გინდათ ეს? ჩვენ ხელი შევუწყეთ ამ შიშის გაღვივებაში (ამით დავანგრიეთ საჯუთარი სამშობლო - დაუფიქრებლობით და წინდაუხედობლით!) ყოველ დღიური ფაცტებით. დღევანდელ დღეს ყოველი უსამართლობა (პოლიციური და სასამართლო ძალადობა პიროვნებაზე) ანგრევს სამშობლოს, აფეთქებს იმ პროცესსებს, რომელზეც ზევით დავწერე.სამაგიეროთ ესე უფრო მორჩილი და დამოკიდებული ხელისუფლებაზე და ძალოვან სტრუქტურებზე ხდება პიროვნება, უფრო ადვილად მმართავი ამ სტრუქტურებისგან! ეს ხელისუფლება ვერ დაიბრუნებს ვერც ქართველებს! ვერც ოსებს! ვერც აფხაზებს! ვერც დაკარგულ ტერიტორიებს! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 GeoStream ეს ხელისუფლება ვერ დაიბრუნებს ვერც ქართველებს! ვერც ოსებს! ვერც აფხაზებს! ვერც დაკარგულ ტერიტორიებს!ასეა. გეთანხმები თავიდან ბოლომდე პოსტის ჰამბავში.. ფაქტია არსებული ანტისახალხო/ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლებისა და რეჟიმის დემონატაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან ახალი ხელისუფლებაა საჭირო და პრინციპულად ახალი მიდგომები საკითხისადმი.. რამდენად მოხერხდება ეს, როდის მოხერხდება ან მოხერხდება თუ არა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამის დიდი სურვილი მაქვს და შეძლებსდაგვარად შეუწყობ კიდეც ხელს .. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 bebo ჩემთვის ბევრი რამე მისაღები ბებო ბატონო, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, როდესაც რესპები დაახლოებით იგივეზე საუბრობენ, შამილს ნუ აყვებით და იარლიყებს ნუ მოგვაწებებთ. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 bebo ჩემთვის ბევრი რამე მისაღები ბებო ბატონო, ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, როდესაც რესპები დაახლოებით იგივეზე საუბრობენ, შამილს ნუ აყვებით და იარლიყებს ნუ მოგვაწებებთ. დაახლოებით იგივე შეიძლება დაახლოებით არასწორი და შორს იყოს. ამასწინათ შამილმა დასდო რესპების სტატიები იყოს თუ მიმართვები არ მახსოვს და იქ უფრო ტერიტორიების მიცემის სურვილი ამოვიკითხე, როდესაც თეზისი "დაკარგული ტერიტორიების იურიდიულ სტატუსის შენარჩუნება და ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის" არ გულისხმობს ტერტიტორიებზე უარის თქმას, არამედ მიდგომის შეცვლას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bebo Posted May 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2010 ამ თეზისს რაც შეეხება და რომელ იურიდიულ სტატუსზეა საუბარი? სოხუმისთვის და ცხინვალისთვის აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც რუსეთის და კიდევ ერთი ორი ფენომენის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა რაც ერთ იურიდიულ სტატუსზე მიუთითებს, ოფიციალური თბლისისთვის სოხუმიც და ცხინვალიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია რაც სრულიად სხვა იურიდიული სტატუსია..რუსების და ორი ნიკარაგუსა აღარებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.ამაზე დიდათ მეტი აღიარება აქვს კოსოვოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი ჯერ არ აქვს. აფხაზეთი და სამაჩაბლო იურიდიული სტატუსით საქართველოს შემდაგენლობასი შედის. უნდა შეიცვალოს მიდგომა ამ თემაზე და გზები ყოველეთვის გამოინახება. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts