FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო საქართველოში უკრაინის საელჩომ თანამშრომლების ნაწილისა და მოქალაქეების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქს-უკრაინასთან" საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინ ელისეევმა განაცხადა. 12 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, უკრაინის აეროპორტ "ბორისპოლში" სპეც-რეისი ჩაფრინდა, რომელმაც საქართველოდან უკრაინაში 31 უკრაინელი ჩაიყვანა. მისი თქმით, პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. მათი ნაწილი უკრაინის რეგიონებში ცხოვრობს. ამის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევაკუირებულნი ავტობუსებითა და ბილეთებით უზრუნველყო. ელისეევის განცხადებით, თბილისში 200 უკრაინელი იმყოფება, ბათუმში კი - 150. მათთვის უკრაინის საელჩოში 24 საათიან რეჟიმში "ცხელი ხაზი" იმუშავებს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.