Jump to content
Planeta.Ge

ტყეშელაშვილი ნატოს სხდომას არ დაესწრება


Recommended Posts

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს სხდომას არ დაესწრება

 

12 აგვისტოს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

 

11 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში სხდომა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა გუშინ, კონფლიქტის ზონაში განსკუთრებით დაძაბული სიტუაციის გამო მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში გამგზავრება გადაიფიქრა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ განაცხადა.

 

ნატოს + საქართველო ფორმატში სხდომას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ეკა ზღულაძეც უნდა დასწრებოდა, თუმცა მისი წასვლაც გადაიდო.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ სხდომას გაეროში საქართველოს ელჩი, რეზო ვაშაძე დაესწრება.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...