FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 დღეს რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის პრეზიდენტები სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციას მოსკოვში განიხილავენ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მოსკოვს ეწვევა და საქართველოში შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან მოლაპარაკებებს გამართავს. იუწყება "ინტერფაქსი". შეხვედრის დეტალები ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გამთენიისას, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთ-საფრანგეთის პირველ პირებს შორის მესამე სატელეფონო საუბარი შედგა. 10 აგვისტოს, დიმიტრი მედვედევმა სარკოზისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის აუცილებელია ქართული საჯარისო ქვედანაყოფების გაყვანა რეგიონიდან, და მომავალში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.