Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა „ბაღის ფრინველთა საათით“ დაიწყო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vandusen_botanical_garden_600x-150x150.jpgბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში „ბაღის ფრინველთა საათით“ დილიდან დაიწყო.

 

 

ღონისძიება სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებისა (GTZ) და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (CIM) ხელშეწყობით ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

 

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ გერმანიის მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში ბაღის ფრინველთა საათის განხორციელების პროცესს. ეს არის დიდი კამპანია, რომელიც შარშან უკვე ჩატარდა 180 სკოლაში და წელს 350 სკოლაზე მეტი მოიცვა. ვფიქრობ, ფრინველების დათვლის ღონისძიება არის წარმატებული, ბავშვები გამოდიან და ბუნებაში აკვირებიან ჩიტებს,“ განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტმა ქრისტინა შტრაუბმა.

 

 

„ბაღის ფრინველთა საათის“ კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.

 

 

კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა და მომავალი სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. წელს ბაღის ფრინვლეთა საათი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან 2010 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლადაა გამოცხადაებული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...