Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პუტინი: ის, რაც ბოლო წლებში მოხდა ახლანდელი ხელისუფლების შეცდომაა თუ არა დანაშაული


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Putin01-150x150.jpgრუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისინი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში არ ერევიან, ხოლო ის რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ახლანდელი ხელისუფლების შეცდომაა.

 

 

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მირისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

მისი განცხადებით, ქართველ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმაზე მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება აცნობიერებს, რომ საჭიროა სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა.

 

 

“ჩვენ ქართველ ხალხს რუსეთის მეგობრებად ვთვლით, ისტორიულად ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდა, ეს არის მართლმადიდებელი ხალხი, სულიერად და ისტორიულად ჩვენთვის ახლობელი. ის რაც ბოლო წლებში მოხდა ახლანდელი მთავრობის შეცდომა თუ არა დანაშაულია. ჩვენ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში არ ვერევით და ქართულ ოპოზიციასთან შეხვდრები იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევას ვცდილობთ, არამედ იმაზე რომ ქართული საზოგადოება აცნობიერებს, რომ საჭიროა სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა”,- განაცხადა პუტინმა

 

 

ამასთან, მისი თქმით, ქართველ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობაა.

 

 

“ჩვენ ახლა ისეთ ხალხთან გვაქვს დიალოგი, რომლებთანაც სულ ცოტა ხნის წინ ლაპარაკი არც ისე ადვილი იყო, ნინო ბურჯანაძე მოქმედ პრეზიდენტთან ძალიან ახლოს იყო, ის რომ ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან არის კარგი წინაპირობა იმისა რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთერთობა აღდგეს.”,- განაცხადა პუტინმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...