planetanews Posted May 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/muxran1-150x150.jpgპოეტი მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალეს. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II აუგო. პოეტთან გამოსამშვიდობებლად ახლობლებთან ერთად უცნობი ადამიანებიც მიდიოდნენ. სამების საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts