FIORENTINO Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 გაეროს უშიშროების საბჭოს მესამე სხდომა უშედეგოდ დამთავრდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე რიგგარეშე სხდომა, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების განხილვას დაეთმო, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთი საქართველოს მიმართ აშკარა აგრესიას გამოხატავს, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დროულ მოქმედებას საჭიროებს. "ამ დროისთვის ქართველი ჯარისკაცები მტრისგან თბილისის შემოგარენს იცავენ, მაგრამ "დიდი ძალა" ცდილობს დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა და საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას საჭიროებს", - აცხადებს ალასანია. მისი თქმით, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის განცხადება, თითქოს ქართულ მხარეს ოფიციალური მოსკოვისთვის ცეცხლის შეწყვტის შესახებ დოკუმენტი არ გადაუცია სიმართლეს არ შეეფერება, რადგან სამშვიდობო დოკუმენტი ცეცხლის შეეწყვეტის შესახებ მედიატორებმა რუსეთის ფედერაციას უკვე გადასცეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.