Jump to content
Planeta.Ge

30 მაისს ყველანი წავიდეთ არჩევნებზე


Recommended Posts

მალე 30 მაისი მოვა და ზოგიერთი ჩვენთაგანი, ალბათ ჩვეულებისამებრ, აპირებს, არ წავიდეს არჩევნებზე...

 

მიზეზი არ დაილევა

- „მაინც გააყალბებენ!“

„უჰ, რამდენჯერ უნდა წავიდე?“

„რა აზრი აქვს?“

„მეტი საქმე არ მაქვს!“ ...

 

მართლაც და, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე, იშვიათად რომ 50%-ზე მეტი მიდიოდეს.

 

მაგრამ ეს იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება არის, მაგრამ უმნიშვნელო. არავინ არაა გიჟი-გადარეული, არავინ არაა აუტანელი, არავინ ართმევს მოსახლეობას პირიდან უკანასკნელ ლუკმა-პურს და ატყავებს გადასახადებით, რათა მერე უაზრო გიგანტური ესტაკადები და მინის ხიდები აშენონ გასართობად... ხოლო თუ ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაშინ იქაც მნიშვნელოვნად იზრდება უბნებზე მიმსვლელი ამაომრჩევლის რაოდენობა და ადამიანები მკაფიოდ ეუბნებიან გაქსუებულ ხელისუფლებას - „არა!“ და ცვლიან კიდეც მას.

 

მაგრამ ჩვენთან ხომ ნამდვილად არ არის სიტუაცია ისეთი, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც ერთნაირად ასატანი ან ვერასატანი იყოს?

 

1) ჯერ მოდით იმაზე, რომ ვითომდა „მაინც გააყალბებენ“.

 

ყოველთვის მით მეტია გაყალბების შანსი, რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა უბნებზე. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მეტი ხარისხი იმასაც უკავშირდებოდა, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა უბნებზე.

გაცილებით ძნელია ურნაში ჩაგდებული ბიულეტენის ამოღება, შეუმჩნევლად გადაგდება და გაყალბებულით შეცვლა, ვიდრე ლამის ცარიელ ურნაში გაყალბებული ბიულეტნების პირდაპირ ჩაყრა.

 

გარდა ამისა, რაც მეტი ამომრჩეველი მიდის უბანზე, მით მეტია იმის შანსი, რომ უბნის გარეთ სომხური კარუსელის დატრიალება უყურადღებოდ არ დარჩება. მიკროავტობუსებთან სიებით შექუჩებული ხალხი თავად ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად, როცა უბანზე ამომრჩეველი ბლომად იქნება. მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ სიხალვათეს დაელოდონ. ხოლო რაც მეტად დაელოდებიან, მით ნაკლებ უბანს „მოივლიან“ თავიანთი უკეთური საქმის აღსასრულებლად.

 

2) თავის გამართლების მეორე ხშირი მიზეზი: „ადრე რომ მივედი, მერე რა გამოვიდა, მაინც ხომ აყალბებდნენ?!“!

კიდევ მოვინდომოთ ხალხო! ახლა ხომ ყველამ გაიგო, ან რა „სამართლიანია“ სააკაშვილი, ან რა „დემოკრატი“! ახლა ხომ ვხედავთ, რომ აღარვინ ხვდება მას და არავინ განიხილავს ნაცმოძრაობას პროგრესულ და ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებად!

 

ეს ქვეყანა ხომ ჩვენი დედაა!!

განა მშობლებს ან შვილებს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ, ან სამჯერ ვუვლით??

განა როდესმე შეიძლება ვთქვათ - „რამდენი უნდა ვუარო, გუშინ ხომ ვაჭამე საჭმელი, ახლა თავიი დამანებეთ!“???

ეს ქვეყანა - ჩვენი სამშობლოა!

და სამშობლოსაც ისე ჭირდება მოვლა და ზრუნვა, როგორც მშობელს ან შვილს

- მ უ დ ა მ ! გ ა მ უ დ მ ე ბ ი თ!!!

და ერთ-ერთი ასეთი ზრუნვა - არჩევნებია.

 

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენი ეს ულამაზესი და საყვარელი არსება - უსინდისო მტარვალს და მოძალადეს არ ჩაუვარდეს ხელში! და თუ ეს უბედურება მოხდა, მაშინ მით უფრო საჭიროა თავგამეტებით მცდელობა, რომ ხელიდან გამოვგლიჯოთ, დავიხსნათ ჩვენი სამშობლო!

3) ახლა კი მთავარი:

- ნუთუ ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება?

 

ხალხო, ნუთუ ჩვენ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მთავრობის ხელში ცალი ფეხი სამარეში აქვს უკვე და მეორე - მოლიპულზე?

 

ნუთუ გგონიათ, რომ არჩევნების გაყალბებაში აღებული ფული შეერგება ვინმეს? ან ამათგან აღებული მაღალი ხელფასები „უზრუნველყოფს“ თქვენი შვილების მომავალს?

 

დაგავიწყდათ, რა დღეში ვიყავით 2008 წლის აგვისტოში??

 

არჩევნების გაყალბებაში გიგისგან და მიშასგან რესტორნებში „დატრენინგებულ“ სახლმმართველობების ძვირფას ქალბატონებს და ვაჟბატონებს მივმართავ: - არ გიფიქრიათ, როგორ მოგიბრუნდებოდათ ხალხის რისხვა, თუ ამ გაყალბების დიდოსტატების ხოშით დაწყებულ ომში თქვენი მეზობლები შვილებს დაკარგავენ, ან - სახლ-კარს? ან თქვენ თავად რომ დაკარგოთ ოჯახის წევრი ნაციონალების მიერ „ქვეყნის გასამთლიანებლად“ დაწყებულ პროვოკაციაში, ძაან „ტკბილი“ იქნება ის არჩევნებზე სამათხოვროდ გადმოგდებული შაქარი?? უგულავას მოცემული 10 ლარი პენსია ან თუნდაც 100-300 ლარი გაჭირებული ხალხის ხარჯზე მიღებული ხელფასი იქნება ხალხისთვის აღლეტილი მილიონების და მილიარდების, ქუჩაში დახოცილი ბიჭების სიცოცხლის ფასი?

ირინა ენუქიძეს და მრავალ სხვა დედას უკვე მოუკლეს შვილი. ვეღარ მივხვდით, რომ იმუნიტეტი ჩვენს შვილებსაც არ გააჩნიათ - როცა ასეთი უსამართლო ავაზაკთა ბანდა მართავს ქვეყანას???

 

 

ძვირფასო მეგობრებო! უმორჩილესად გთხოვთ, დაჩოქილი და თავმოდრეკილი:

- 30 მაისს ყველა წავიდეთ არჩევნებზე

და :

 

ვუთხრათ „არა“ - უსამართლობას!

ვუთხრათ „არა“ - უმუშევრობას და ცრუდასაქმებას!

ვუთხრათ „არა“ - გაყალბებას!

ვუთხრათ „არა“ - ძალოვანთა უკონტროლო თარეშს!

ვუთხრათ „არა“ - ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას!

ვუთხრათ „არა“ - განათლების გაპარტახებას, გაძვირებას და დაქცევას!

ვუთხრათ „არა“ - გაუბედურებულ და არახელმისწავდომ სამედიცინო მომსახურებას!

ვუთხრათ „არა“ - ხალხის ხარჯზე გაპარპაშებულ გაქსუებულ მიშისტებს!

ვუთხრათ „არა“ - ჩვენი ქონების წართმევას!

ვუთხრათ „არა“ - ჩვენი სამშობლოს ჩუმად თუ ღიად გაყიდვას, დაქუცმაცებას და მიტაცებას!

ვუთხრათ „არა“ - კორუფციას და კლანურობას!

ვუთხრათ „არა“ - უზნეო ბანდიტებს და ცანცარა მედროვეებს!

ვუთხრათ „არა“ - ხალხის ისეთ პირობებში ჩაგდებას, როცა ყველა ემიგრაციას აპირებს!

 

საქართველო ჩვენია და ჩვენი უნდა იყოს!

ხმა მივცეთ საქართველოს მომავალს!

ხმა მივცეთ მას, ვისიც გვჯერა! ვინც ვიცით, რომ არ გვატყუებს!

არ შემოვხაზოთ 5-იანი! ნუ დავი-5-ებით!

 

ჩვენი სახლში დარჩენა საქართველოს დაღუპვაა!

„5“-იანი - საქართველოს დაღუპვაა.

ასევე სისულელეა ყველას გადახაზვა - გაუქმებული ბიულეტინები ბათილდება და ყველაზე ადვილი გასაყალბებელია.

 

შემოვხაზოთ მხოლოდ იმ პარტიის და იმ კანდიდატის ციფრი, რომლის პროგრამაც და საქმიანობაც, პიროვნული თვისებებიც და გუნდიც მოგვწონს! თქვენ - მოგწონთ!

არასოდეს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს უფლებაზე, გავაკეთოთ არჩევანი.

რადგან როცა ამაზე უარს ვიტყვით, იქ დაიწყება და მალევე გაფორმდება ჩვენი მონობა! და მერე არაფერ ოქრო-ვერცხლს არ ექნება ფასი, რადგან მონას ყოველთვის წაართმევენ ყველაფერს - სიცოცხლის ჩათვლით, რადგან მას უკვე ყულფი აქვს ყელში წაჭერილი და ხმა - არ გააჩნია!

 

წავიდეთ არჩევნებზე! წავიდეთ ჩვენი ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან ერთად! საერთო ჯამში 50 ათასი კაციც კი არ იქნება ჩაბმული გაყალბების მანქანაში. ჩვენ კი 2,5 მილიონი ვართ - 50-ჯერ მეტი! დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ გვედარდება ჩვენი სამშობლო - მარტო სადღეგრძელოებში არ ვართ მაგრები.

30 მაისს საარჩევნო უბნებზე უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი!

როცა ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს, ნუ გავდგებით განზე!!

გაიგოს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ!

ხალხი, - რომელიც ნორმალურ მთავრობას იმსახურებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 45
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

30 მაისს ყველანი წავიდეთ არჩევნებზე

წადით! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვუთხრათ „არა“ - ხალხის ხარჯზე გაპარპაშებულ გაქსუებულ მიშისტებს!

ოხხხხ, აი ამათი...

ჯერ მარტო მაგიტომ, კაცობა თუ შEრჩა ადამიანს, ჯერ მარტო მაგიტომ უნდა მივიდეს არჩევნებზე

 

თუ არადა, :) აააა, გაფარჩაკდა ოპოზიციააა ურაა, აი ხომ გეუბნებოდითთთ.... :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიდეთ და ავირჩიოთ ის, თუ ვინ უნდა იგულაოს მომდევნო რამოდენიმე წელი ჩვენ ხარჯზე, აბა ის ჯობია, სხვა რომ გადაწყვეტს, ვინ შეგვაწერს ფულს? ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ გვიხმაროს, და არა სხვამ! აბა ჰე, ყველანი არჩევნებზე :givi:

რელიგია თუ ოპიუმ დლია ნაროდაა, მაშინ დემოკრატია არის კოკაინ დლია ლიუდეი, არჩევნები არის გეროინ დლია ნაროდნიხ მას :) ჭკვიანი ხალხი იგონებს ამ ყველაფერს, ვერაფერს იტყვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიდეთ და ავირჩიოთ ის, თუ ვინ უნდა იგულაოს მომდევნო რამოდენიმე წელი ჩვენ ხარჯზე, აბა ის ჯობია, სხვა რომ გადაწყვეტს, ვინ შეგვაწერს ფულს? ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ გვიხმაროს, და არა სხვამ! აბა ჰე, ყველანი არჩევნებზე :givi:

რელიგია თუ ოპიუმ დლია ნაროდაა, მაშინ დემოკრატია არის კოკაინ დლია ლიუდეი, არჩევნები არის გეროინ დლია ნაროდნიხ მას :) ჭკვიანი ხალხი იგონებს ამ ყველაფერს, ვერაფერს იტყვი

დონ, ეტყობა შენ ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნები რომელიც ზოგადად არჩევნებს

აღიქვავს როგორც იდიოტიზმს და ხალხის სატყუარას :)

იყოს კაცო ერთი დიქტატორი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დონ, ეტყობა შენ ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნები რომელიც ზოგადად არჩევნებს

აღიქვავს როგორც იდიოტიზმს და ხალხის სატყუარას

კი, ოღონდ არა როგორც იდიოტიზმს, ჭკვიანმა ხალხმა მოიგონა ეგ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, ოღონდ არა როგორც იდიოტიზმს, ჭკვიანმა ხალხმა მოიგონა ეგ :givi:

შენ კონკრეტულად ამ არჩევნების მიმართ ხარ ნიჰილისტურად განწყობილი

თუ ზოგადად არჩევნების მიმართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ საკრებულოდან და მერიიდან რაიმეს შეცვლა ძნელად წარმომიდგენია. ნაცებს უკვე ექნებათ გეგმა თუ ვერ გააყალბეს და ოპოზიცია გავიდა რა კონტრზომებს მიმართავენ. მიშამაც ხო დამოძღვრა ხალხი ოპოზიციონერი მერი ამდენს ვერ გააკეთებსო, ეს უკვე მინიშნება იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ საკრებულოდან და მერიიდან რაიმეს შეცვლა ძნელად წარმომიდგენია. ნაცებს უკვე ექნებათ გეგმა თუ ვერ გააყალბეს და ოპოზიცია გავიდა რა კონტრზომებს მიმართავენ. მიშამაც ხო დამოძღვრა ხალხი ოპოზიციონერი მერი ამდენს ვერ გააკეთებსო, ეს უკვე მინიშნება იყო.

მომისმინე ძმაო, ნაცმოძრაობა თუკი მიგაჩნია საქართველოს მტრად მას უნდა ებრძოლო,

მტერია და ბუნებრივია ექნება გარკვეული გეგმები რომ გაყალბდეს არჩევნები, ან თუკი გაყალბება არ მოიტანს სათAნადო შედეგებს შეუქმნან პრობლემები ხალხის მიერ არჩეულ მერს,

ეს ბუნებრივია, აბა სხვას რას უნდა ველოდოთ,

 

ნაცმოს ვერხუშკას რომ საციხოდა აქვს საქმე და ციხეში ჩაჯდომა არომ არავის არ უნდა ეს ყველამ ვიცით

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კონკრეტულად ამ არჩევნების მიმართ ხარ ნიჰილისტურად განწყობილი

თუ ზოგადად არჩევნების მიმართ?

ნიჰილისტურად რატო ვარ კაცო? განა არ მჯერა, პირიქით, დარწმუნებული ვარ რომ ყველა არჩევნები არის მაიმუნობა, ყველგან, ყველა დროს. საარჩევნო კამპანია კი არის დაკანონებული თაღლითობა. რატომაა, რომ არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის? რა, ეგეთი ძნელია მაგის საკანონმდებლო ბაზის შექმნა? იყოს ეს არა დაპირებები, არამედ ტენდერის სახით, ხელშეკრულების ტიპის დოკუმენტი საარჩევნო დაპირება, გაწერილი დროში. დაირღვევა, დაისჯება. რა, ეგეთი რთულია? მაგრამ რაში აწყობთ? მაშინ ხომ ვეღარ ითაღლითებენ. თუნდაც მხოლოდ ამის გამო შეიძლება დასკვნა გააკეთო, რომ არჩევნები არის აფიორა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიჰილისტურად რატო ვარ კაცო? განა არ მჯერა, პირიქით, დარწმუნებული ვარ რომ ყველა არჩევნები არის მაიმუნობა, ყველგან, ყველა დროს. საარჩევნო კამპანია კი არის დაკანონებული თაღლითობა. რატომაა, რომ არანაირი ხელშეკრულება არ ფორმდება ამომრჩეველსა და კანდიდატს შორის? რა, ეგეთი ძნელია მაგის საკანონმდებლო ბაზის შექმნა? იყოს ეს არა დაპირებები, არამედ ტენდერის სახით, ხელშეკრულების ტიპის დოკუმენტი საარჩევნო დაპირება, გაწერილი დროში. დაირღვევა, დაისჯება. რა, ეგეთი რთულია? მაგრამ რაში აწყობთ? მაშინ ხომ ვეღარ ითაღლითებენ. თუნდაც მხოლოდ ამის გამო შეიძლება დასკვნა გააკეთო, რომ არჩევნები არის აფიორა

შესაძლოა არსებობს ქვეყნები სადაც არჩევნებში გამარჯვებული პარტია თავის დანაპირებს ასრულებს,

წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხს თხოვენ ან აღარ ირჩევენ,

შესაძლოა კი არა, იქ სადაც ნორმალური ცხოვრებაა, ვგულისხმობ დასავლე ევროპის ქვეყნებს,

იქ ძირითადად კანდიდატები ასრულებენ დანაპირებს,

ხოლო იქ სადაც არსებობს საპარლამენტო მმართველობა, არის შEმთხვევები რომ პრემიერ მინისტრი სწორად ამის გამოც ტოვებს თანამდებობას რომ ვერ შეასრულა ამომრჩევლების წინაშე თავისი ვალდებულება,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მომისმინე ძმაო, ნაცმოძრაობა თუკი მიგაჩნია საქართველოს მტრად მას უნდა ებრძოლო

ხელების ჩამოშვებას არც ვაპირებ და არც სხვას მოვუწოდებ. ხალხს ზედმეტის მოლოდინი არ უნდა შეექმნას. ეს იქნება პატარა ომის მოგება გენერალური ბრძოლის წინ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცმოძრაობა თუკი მიგაჩნია საქართველოს მტრად მას უნდა ებრძოლო,

მერე როდის იყო მტერს, თანაც შეიარაღებულს, ქაღალდებით ებრძვიან და თანაც მისივე დადგენილი კანონებით?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე როდის იყო მტერს, თანაც შეიარაღებულს, ქაღალდებით ებრძვიან და თანაც მისივე დადგენილი კანონებით?

ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, საზოგადოებას არა აქვს რევოლუციის უნარი,

მაშინ, იპოდრომზე რომ შეიკრიბა 300 ათასი კაცი ხომ გახსოვს?

აი, ეგ იყო შანსი რომ მიშა გაგვეშვა, მაგრამ გადაგვაყირავეს,

სისხლის ღვრის შეეშინდათ, მეშლება რამე?

განა მე არ მსურდა რევოლუცია, დიდის სიამოვნებით მაგრამ არააა აქვს მეგობარო, უნარი ამ ხალხს მოახდინოს რევოლუცია, არა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...