planetanews Posted May 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/image.axd_-150x150.jpgთეთრი სახლი აზერბაიჯანში ელჩად, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს ევროპულ და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა დანიშნავს. აზერბაიჯანული მთავრობისთვის ეს გადაწყვეტილება 20 მაისისთვის გახდა ცნობილი. მეთიუ ბრაიზას დანიშვნა უნდა დამტკიცდეს აშშ_ს სენატის მიერ, სადაც მას, სავარაუდოდ, დაუსვამენ შეკითხვებს მისი ქმედებების შესახებ, რომლებმაც, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, რადგან ბრაიზამ ქართულ მთავრობას ამერიკის ომში ჩართულობის მზაობაზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნა. ამერიკის ელჩის ბაქოში დანიშვნა, ექსპერტთა აზრით, ვაშინგტონის ბაქოსადმი პოზიტიური სიგნალია, რომელიც ამერიკამ აზერბაიჯანსთურქულ_სომხური ურთიერთობის დათბობობის შემდეგ გაუგზავნა. მეთიუ ბრაიზას დაახლოებით 22-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. მის სახელს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ი გადაწყვეტის მცდელობები და რუსეთის გავლით შექმნილი გაზსადენის წარმატებული პროექტები უკავშირდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts