planetanews Posted May 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_5609-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამების საკათედროი ტაძარში მუხრან მაჭავარიანისთვის პატივის მისაგებად მივა. როგორც “ექსპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე მივა. პოეტ მუხრან მაჭავარიანს დღეს 13:30 საათზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წესს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აუგებს. მუხრან მაჭავარიანი 81 წლის ასაკში 17 მაისს რუსთაველის თეატრის სცენაზე გულის შეტევით პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას გარდაიცვალა. პოეტი 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონ სოფელ არგვეთში დაიბადა. მან 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ჟურნალ “პიონერისა” და ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან კი ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები მუხრან მაჭავარიანმა 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “ლექსები” – 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – “წითელი მზე და მწვანე ბალახი” და “სიჩუმე უშენოდ”. ამ კრებულისათვის მას ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა. მუხრან მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts