planetanews Posted May 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini47-150x150.jpgბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა მეათე და მეთორმეტე საჯარო სკოლების გაერთიანების ბაზაზე შეიქმნება და მას ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ქემხაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს ბათუმში მე-12 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ბათუმში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსების შესახებ ინიციატივა გააჟღერა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აჭარაში შეიქმნება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლა. რომლის შემდეგაც თბილისა და ქუთაისის შემდეგ უკვე აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე გაძლიერებულად შეისწავლონ აღნიშნული დისციპლინები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ გაჟღერებულ ამ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ სკოლის პედაგოგები, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ფიზიკა-მატემატიკური სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების უფასოდ ჩატარების შესახებ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts