planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 ძველ თბილისში იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა, რომ „ალიანსის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნების დასრულებას არ ელოდება და ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. სოფიო ხორგუანმა დღეს, 21 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქალაქის ისტორიული უბნის პრობლემებზე ისაუბრა: „ვერცხლის ქ. #21-ში შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაგავი იქვე, #19 კერძო სახლის კედელთან არის მიყრილი და თითქმის ერთ სართულს ფარავს. ამის შედეგად სახლი დაინესტა და ზიანდება. სახლის პატრონმა საკუთარი ხარჯით გაამაგრა კედელი, მაგრამ თუ ნაგავი სასწრაფოდ არ გაიტანეს, შესაძლოა ჩამოინგრეს. ასეთივე პრობლემაა ვერცხლის ქ. #35-ის და #37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვერცხლის ქუჩის I-ელ შესახვევში დანგრეული სახლის ნარჩენებია დაყრილი. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) ქ. #26-ში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ნუნუ პოღასოვას სახლი თავზე ენგრევა. ორი ოთახიდან მხოლოდ ერთით სარგებლობა შეუძლია და ისიც დაბზარული და გადახრილია. სარდაფი ერთადერთ საყრდენ ბოძზე დგას. ხუთი წელია პოღოსოვა სხვადასხვა ინსტანციებში დახმარებას ითხოვს, ბოლო წერილი გამგეობაში სამი თვის წინ გაგზავნა და პასუხს დღემდე ელოდება. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) 26 ნომერში ტატევოსიანების საცხოვრებელი სახლი 200 წლის წინ არის აგებული და ისეა დანგრეული, არანაირ გამაგრებას არ ექვემდებარება. პრაქტიკულად სახლს საძირკველი გამოცლილი აქვს და როგორც ტატევოსიანები ამბობენ, „ჰაერზე დგანან“. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევის) 12 ნომერში ორსართულიანი აგურით ნაშენები სახლი შუაზეა გადახსნილი. მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა მის გამაგრებას, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. განცხადებებით რამდენჯერმე მიმართეს რაიონულ გამგეობას, საიდანაც სტანდარტული პასუხი მიიღეს, როცა საშუალება იქნება, მაშინ დაგეხმარებითო. ნაკაშიძეების (ყოფილი ავლევი) #33-ის წინ, #31-ში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დანგრეულ სახლში ერთი ოჯახი ცხოვრობს. სახლს კედელი საერთოდ არ აქვს და მის ფუნქციას ცისფერი ცელოფანი ასრულებს. შენობა აგურ-აგურ ინგრევა და რაც ყველაზე საშიშია, ამ სახლის უკან ბავშვები ცხოვრობენ. ახლახანს გადმოვარდნილმა კედელმა მეზობლის მანქანა დააზიანა. პრობლემები #33 სახლის ეზოში სხვაც ბევრია. მართალია საკანალიზაციო და წყლის მილები გამოცვალეს, მაგრამ ბინებამდე არ მიიყვანეს. ერთ-ერთი ისრაელში წასული მეზობლის სახლში გახეთქილი მილიდან წყალი სარდაფში ჩადის. მცხოვრებლებმა წყალკანალს და გამგეობასაც მიმართეს, თუმცა პასუხს უშედეგოდ ელოდებიან“. კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა ამომრჩევლების პრობლემებზე წერილობით მიმართა ადგილობრივ გამგეობებს და ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. ვიდრე ხელისუფლება საარჩევნო პიარით არის დაკავებული, შესაძლოა ძველი თბილისის ისტორიული უბანი ისტორიის საკუთრება გახდეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts