Jump to content
Planeta.Ge

რატომ ვუჭერ მხარს ალიანსს

Recommended Posts

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

asds

საკმაოდ საინტერესო შეფასება იყო, თუმცა რაც შეეეხება გარკვეული კატეგორიის ხალხს

რომელსაც შენ შეეხე, თუკი ფორუმ გეიდან ვიმსჯლებთ ისინი მხარს გუგულავას უჭერენ ან არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუ დზმა ზარ ნიკები არ ჩამომაწერინო,

ვინც დიდის ალბათობით ასეთ კატეგორიას განეკუთვნება და თავისი ნეგატიური პოზიციაც აქვს დაფიქსირებული ალასანიას მიმართ :givi:

სხვათა შორის ფორუმები საკმაოდ კარგ შესაძლებლობას იძლევა რომ ადამიანებს დააკვირდე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

asds

საკმაოდ საინტერესო შეფასება იყო, თუმცა რაც შეეეხება გარკვეული კატეგორიის ხალხს

რომელსაც შენ შეეხე, თუკი ფორუმ გეიდან ვიმსჯლებთ ისინი მხარს გუგულავას უჭერენ ან არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუ დზმა ზარ ნიკები არ ჩამომაწერინო,

ვინც დიდის ალბათობით ასეთ კატეგორიას განეკუთვნება და თავისი ნეგატიური პოზიციაც აქვს დაფიქსირებული ალასანიას მიმართ

პრინციპში გეი საზოგადოება არ ვიცი, შეიძლება გუგულავას აძლევდნენ ხმას, მაგრამ რაც დავწერე ის დავწერე და ამ ხუმრბა ხუმრობაში ფრაზებს შორის ჩადებული ჰაზრები თუ ამოიკითხა ვინმემ ურიგო არ იქნება ..

ალასანიას აქტიური კი არა და არანაირი მხარდამჭერი რომ არ ვარ კი ხედავთ.. საერთოდ ვცდილობ გავერიდო ამ დვიჟენიებს, რადგან პრინციპში ჩუწ შტო ტაკ სრაზუ ცხინვალის რუქას დამიდებენ წინ, მეც ჩემი სიგნაჩის გადიდებული შიფტით დემონსტრირება მომიწევს და საუბრის საგანს ავცდებით : ))) ხოდა რავიცი მარტივ ლოგიკას ვთავაზობ საზოგადოებას დასკვნების გასაკეთებლად ..

კი ეს არჩევანი არ არის სრულყოფილი და კი ეს არჩევანი თავიდან ბოლომდე თავს მოხვეულია, მაგრამ თუ ადამიანი არჩევნებზე მიდის მაშინ ალბათ გინდა არ გინდა ალასანიას და ალიანსს მისცემს ხმას, რადგან სხვა ვარიანტები გუშინწინისწინანდელი დღეა თან ყოველგვარი შენიღბვის გარეშე..

ეს არჩევნები ალბათ იმით უფრო საინტერესოა ჩემთვის თუ რამდენად მომძლავრდა/გაიზარდა ახალი თაობა საქართველოში, რომელიც 37 მანეთიან ბილეთებს არ მისტირის და ნატაშას ძუძუებს.. ახალი თაობა გვჭირდება, ძლიერი პროდასავლრი, ცივილიზებული ახალი თაბა, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება ორიენტირებული და არა ბნელ უახლოეს (მინიმუმ ბოლო 70-90 წელიწადი) წარსულზე..

სხვათა შორის ფორუმები საკმაოდ კარგ შესაძლებლობას იძლევა რომ ადამიანებს დააკვირდე

სოციალური ქსელები სპეც სამსახურების ყურადღების ცენტრშიც ამიტომ არის მოქცეული.. საინტერესო ანალიზის კეთება შეიძლება ამ მიკრო პოკუს ჯგუფებზე დაკვირვებით, რომელთაც ფორუმები და სხვა სოც ქსელები ქმნიან ..

ეს ფსევდოპატრიოტიზმი და რადიკალიზმი უნდა აღმოიფხვრას როგორმე საზოგადოებიდან.. თუმცა ეს ალბათ ცივილიზებულობის ხარისხის მატებასთან ერთად განხორციელდება ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5) ვუჭერ მხარს იმიტომ ალიანსს, რომ მისმა ინიციატორმა ლიდერებმა - დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა შეძლეს დაეძლიათ საშინელი ქართული სენი, როცა ქართველ კაცს პირველკაცობის გარდა სხვა ყველაფერი დამარცხებად და მიუღებლად მიაჩნია და შექმნეს პრეცედენტი, რომ ახალი, რეიტინგული ლიდერები მოიყვანეს, ასპარეზი გაუნაწილეს და მათ დაუთმეს სარბიელი!

ლოოოოოოლ :givi: ესეიგი თურმე ახალი ლიდერები გაიყვანეს პლანზე ხო? ალასანიამ ამოქაჩა ეგ უბედურები და ალასანიას ექაჩებიან ეგენი უკან...

ალასანიას ცალკე რომ შეექმნა თავისი პარტია და მხოლოდ ადეკვატური ადამიანებით რომ დაეკოპლექტებინა სოზარის და ცაგარეიშვილის მსგავსი ხალხით მემგონი მისი რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა...

ფორუმზეც დაწერა ბევრმა და მეც ვიცნობ ბევრ ადამიანს რომლებიც ალასანიას ზუსტად მისი გუნდის გამო არ აძლევენ ხმას

ჩემ უბანში ამ ადამიანის სახეს რომ ვხედავ ორ ნომრად გაკრულს ძალიან მიჭირს ალასანიასთვის ხმის მიცემა

http://medianews.ge/images/sized/images/medianews-images/kacitadze_mamuka-225x150.JPG

ხოდა რა უნდა მეკითხა არჩევნებზე ჩვენ ხომ თბილისის მერსაც ავირჩევთ და კიდევ ამ ხალხს რისთვის ვირჩევთ? ანუ კაციტაძემ რომ გაიმარჯვოს საბურთალოზე ეგ უბნის მაყურებელი იქნება თუ რა ფუნქციას შეასრულებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

კი ეს არჩევანი არ არის სრულყოფილი და კი ეს არჩევანი თავიდან ბოლომდე თავს მოხვეულია, მაგრამ თუ ადამიანი არჩევნებზე მიდის მაშინ ალბათ გინდა არ გინდა ალასანიას და ალიანსს მისცემს ხმას, რადგან სხვა ვარიანტები გუშინწინისწინანდელი დღეა თან ყოველგვარი შენიღბვის გარეშე..

თავსმოხვეულში რას გულისხმობ, სულ ბოლომდე თავისუფალი არჩევნები ალბათ შვედციაშია ან ჰოლანდიაში, მამენტ გერმანიაშიც, სხვაგან სულ მანიპულაციებია იგივე შტატებში რა არჩევანი აქვს ხალხს ან დემოკრატები ან რესპუბლიკელები, თუმცა, მაინც არსებობს მეტ-ნაკლებად პოლიტიკური თავისუფლება, თუკი ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო თავისუფლების მოპოვება ეს ამ საზოგადოების ბრალია, ნომერ პირველი პრობლემა მაინც უპასუხისმგებლობაშია, როდესაც ადამიანები საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას, არა იმიტომ რომ პოლიტიკა კიდიათ, ასეთი კატეგორიის ხალხზე ურიგოს ვერაფერს ვიტყვი, არამედ იმიტომ რომ არ სურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, არადა რა უნდა ძმაო, გადადგი რამდენიმე ნაბიჯი, მიდი არჩევნებზე, არც ფულს აგახევს ვინმე, არც გუთანში შეგაბავს...

შენ ვიცი რომ აქანე არ ხარ

ლოოოოოოლ :givi: ესეიგი თურმე ახალი ლიდერები გაიყვანეს პლანზე ხო? ალასანიამ ამოქაჩა ეგ უბედურები და ალასანიას ექაჩებიან ეგენი უკან...

ალასანიას ცალკე რომ შეექმნა თავისი პარტია და მხოლოდ ადეკვატური ადამიანებით რომ დაეკოპლექტებინა სოზარის და ცაგარეიშვილის მსგავსი ხალხით მემგონი მისი რეიტინგი გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა...

ფორუმზეც დაწერა ბევრმა და მეც ვიცნობ ბევრ ადამიანს რომლებიც ალასანიას ზუსტად მისი გუნდის გამო არ აძლევენ ხმას

ჩემ უბანში ამ ადამიანის სახეს რომ ვხედავ ორ ნომრად გაკრულს ძალიან მიჭირს ალასანიასთვის ხმის მიცემა

http://medianews.ge/images/sized/images/medianews-images/kacitadze_mamuka-225x150.JPG

ხოდა რა უნდა მეკითხა არჩევნებზე ჩვენ ხომ თბილისის მერსაც ავირჩევთ და კიდევ ამ ხალხს რისთვის ვირჩევთ? ანუ კაციტაძემ რომ გაიმარჯვოს საბურთალოზე ეგ უბნის მაყურებელი იქნება თუ რა ფუნქციას შეასრულებს?

შენ როგორც ვიცი სააკაშვილის მომხრე ხარ, შესაძლოა გარკვეული სიმპატიები გაქვს ალიანსის მიმართ, მაგრამ ვინაიდან მიშას მომხრე ხარ მაინც სპეციფიური ფსიქიკა გაქვს,

თუმცა, ვინაიდან გარკვეული სიმპატია გაგაჩნია ალასანიას მიმართ თან პედერასტები არ გევასება, ეს იმას ნიშნავს რომ არსებობს შენში რაღაც ჯანსაღი და რამდენიმე წელიწადში, არაა გამორიცხული რომ მშვენიერ მოქალაქედ ჩამოყალიბდე,

მე პირადად მემარჯვენეებიც და რესპებიც მუევასება და ამიტომაც მხარს ვუჭერ ალასანიას კანდიდატურას,

მაინც ალიანსის გამარჯვება უფრო ჩემნაირი კატეგორიის მოქალაქეებზეა გათვლილი და არა სააკაშვილის მეტ ნაკლებად ნორმალურ მაგრამ აქედან გამომდინარე ძალიან მცირერიხოვან მხარდამჭერებზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო თავისუფლების მოპოვება ეს ამ საზოგადოების ბრალია, ნომერ პირველი პრობლემა მაინც უპასუხისმგებლობაშია, როდესაც ადამიანები საერთოდ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას, არა იმიტომ რომ პოლიტიკა კიდიათ, ასეთი კატეგორიის ხალხზე ურიგოს ვერაფერს ვიტყვი, არამედ იმიტომ რომ არ სურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, არადა რა უნდა ძმაო, გადადგი რამდენიმე ნაბიჯი, მიდი არჩევნებზე, არც ფულს აგახევს ვინმე, არც გუთანში შეგაბავს...

მართალია რასაც ამბობ.. არჩევები რათქმაუნდა მანიპულირებადია და საზოგადოებას ის არჩევანი შესთავაზეს რომელიც მავანმა ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ საზოგადოება უნდა დაეჩვიოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და ეს ფსევდო არჩევნები წლიდან წლამდე მეტ წილად იმიტომაც ტარდება, რომ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი ვალდებულებები გამომჟღავნდეს და ადამიანებმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება დაიწყონ..

ასე რომ მე არ ვამბობ არჩევნებზე არ მიხვდიეთ, არ ვამბობ რომ არჩევანი მისაღებია, არ ვამბობ რომ ამ არჩევნების შემდეგ სასწაული მოხდება და ვითარება კარდინალურად შეიცვლება, მარამ ვამბობ რომ არჩევნებზე მისვლა საჭიროა, თუნდაც ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემა უკვე საქმეა და რაც მთავარია დროა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება დაიწყოს საზოგადებამ ...

ალასანიას რაც შეეხება მე პირადად ვამბობ, რომ ეს კანდიდატი გამოზრდილია რა დასავლეთის სპეც სამსახურების მიერ პროდასავლურიც იქნება და დღეს ამ პროდასავლური კურსის შენარჩუნება მიმაჩნია ერთ ერთ პრიორიტეტულ ამოცანად.. სხვა პლუსს სიმართლე ვთქვა ალასანიას ვერ მივაწერ, რადგან პიროვნულ დონეზე მის განხილვას არ ვაპირებ და გარე ძალები რომ მასაც ისე გამოიყენებენ როგორც სააკაშვილს იყენებდნენ ეს ჩემი აზრით ფაქტია ..

უკეთესი არჩევანი თუ უნდა საზოგადოებას, თავად უნდა გახდეს უკეთესი.. დღეს ისეთი არჩევანი აქვს როგორიც თავად არის, ანუ არასრულფასოვანი.. ეს შეურაცხყოფა არ არის რათქმაუნდა, სიმართლის კონსტატაციაა მხოლოდ..

სპეცსამსახურების მიერ გამოზრდილი :givi:

მაგას წლები სჭირდება,

მე პირადად მინდა არა პროდასავლური საქართველო,

არამედ დასავლური დემოკრატიის მქონე ქვეყანა,

პრო, პროობაში იგულისხმება რომ ვირაცის ვასალი უნდა იყო, ვიღაცეების ნებაზე უნდა იარო,

ერთი კია, მოდი ამპარტავნობაზე უარი ვთქვათ და ვაღიაროთ დასავლეთისგან მართლაც ბევრი გვაქვს სასწავლი,

დამოუკიდებელი სასამართლო,

არაპოლიტიზირებული პოლიცია,

ხელისუფლებისაგანა დამოუკიდებელი ჩინოვნიკიიი

შურით მევსება გული როდესაც ვხედავ საფრანგეთში ან საბერძნეთში საჯაროს სამსახურში დასაქმებული ადამიანები რომ იფიცებიან, წარმოგიდგენია ეს საქართველოში?

ადმინისტრაციული რესურსი-ქართული გაგებით-ხელისუფლებას უყენებს სოციალურ მოთხოვნებს,

ეს დასავლეთის ქვეყნებში ნორმაა,

დასავლური ტიპის სახელმწიფო და არა პროდასავლური-ესააა ჩემი სურვილი,

იმიტომ რომ პროდასავლურობა თავისთავად რუსეთთან კონფრონტაციას გულისხმობს

და + პროდასვლურობა სულაც არაა დემოკრატიული საქართველოს გარანტი, ჩვენ გავხდი მომწე

თუ როგორ აფინანსებდნენ ნეო კონსერვბი მიშას ავტორიტარულ რეჟიმს,

ხოდა გავკარაი ასეთ პროდასავლურობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სპეცსამსახურების მიერ გამოზრდილი

მაგას წლები სჭირდება,

მართალი ხარ. წლები ჭირდება. ალასანიაც წლების მანძილზე მუშაობდა და პრაქტიკას გადიოდა CIA-ის მიერ კონტროლირებად საქართველოს უშიშროების სამსახრში და უშუაოდ აშშ-ს სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში..

პლუს ამას ალასანია წლების მანძილზე იყო სააკაშვილის რეჯიმის წევრი და წლების მანძილზე ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს. ასე რომ ალასანიას ეროვნულობაზე, ხალხის სიყვარულზე და ანგელოზობაზე საუბარი ზედმეტია..

ამ ეტაპზე მისი პროდასავლურობაა მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნის პროდასავლურობაა შესანარჩუნებელი..

მე პირადად მინდა არა პროდასავლური საქართველო,

არამედ დასავლური დემოკრატიის მქონე ქვეყანა,

პრო, პროობაში იგულისხმება რომ ვირაცის ვასალი უნდა იყო, ვიღაცეების ნებაზე უნდა იარო,

ამასწინ პატარა წერილის მსგავსი რაცხა დავწერე სადაც დასკვნის სახით წარმოდგენილი იყო მოსაზრება, რომ საქართველო ხელოვნური სახელმწიფოა და ქართულ საზოგადოებას არ გააჩნია შესაბაისი უნარ ჩვევები რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო მართოს და ან დამოუკიდებელი სახელმწიფოს მართვაზე აიღოს პასუხისმგებლობა.. აზრი არ შემიცვლია და დღესაც იგივეს ვფიქრობ, რადგან ამაზე ფაქტები მოწმობს, ფაქტები საზოგადოების უპასუხისმგებლობისა და პირდაპირ ვიტყვი და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურობისა.. ფორუმზეც არის ეს თემა და გადახედე თუ რამე ..

ასე და ამგვარად მეც მინდა რომ საქართველო დამოუკიდებელი/სუვერენული ქვეყანა იყოს, მაგრამ თვალსაწიერ მომავალში ეს უბრალოდ შეუძლებელია, ანუ საქართველო ყველა შემთხვევაში იქნება გარე ძალაზე დამიკიდებული და თუ ეს ასეა და ეს რომ ნამდვილად ასეა, ამიტომ ვამბობ, რომ ჯობია პროდასავლური/პროევროპული იყოს ქვეყანა ვიდრე პრორუსული..

რუსეთი უგზო უკვლოდ ჩამორჩენილი ქვეყანაა ხალხო, აი უგზო უკვლოდ ჩამორჩენილი და საქართველოს უკან თუ დახევს მაგრამ წინსვლაში ხელს ვერ შეუწყობს.. პლუს ამას მოსკოვი ვაშინგტონის მარიონეტია, დღეს კი ის დრო აღარ არის როცა თერგდალეულები ეწეოდნენ საგანმანათებლო მოღვაწეობას, დღეს დროა როცა "ტემზა" და "სენა" დალეულებმა უნდა წაიყვანონ "პარადი"..

ასე რომ დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებობა პროდასავლურობაზე/პროევროპულობაზე გადის, რადგან სხვა შემთხვევაში სახელმწიფოებრიობა ვერ შენარჩუნდება.

პროდასვლურობა სულაც არაა დემოკრატიული საქართველოს გარანტი, ჩვენ გავხდი მომწე

თუ როგორ აფინანსებდნენ ნეო კონსერვბი მიშას ავტორიტარულ რეჟიმს,

ხოდა გავკარაი ასეთ პროდასავლურობას

როგორც უკვე ვთქვი არჩევანი დიდი არ გვაქვს, უფრო სწორედ პრაქტიკულად არ გვაქვს არჩევანი, რადგან დღეს ქართლი პოლიტიკური სისტემა ვაშინგტონის ინტერესების ლობირებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც არის, რომ სპეციფიური საგარეო პოლიტიკისა და პრინციპების მქონე ვაშინგტონმა/ნეოკონებმა, როგორც თავის დროზე პოლ პიტთან არ ითაკილეს საქმის დაჭერა, ისე სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაც არ იუკადრისეს.

ასე რომ გინდა არ გინდა ნაბიჯ ნაბიჯ ევროპულ ორბიტაზე გადასვლა და ქვეყნის რეალურად დემოკრატიზაცია შეიძლება იყოს არსებულ ვითარებაში ყველაზე ადეკვატური გამოსავალი, რადგან ვშიშობ რომ სხვა გზა უარეს ჩიხში შესვლის ტოლფასი იქნება..

ეს ლინკი ბატონო იმ თემიდან ზემოთ რომ ვახსენე ..

ხელოვნური სახელმწიფო – საქართველო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ალასანიას ერთ მარტივი მიზეზის გამო ვაძლევ ხმას, გადაავლეთ თვალი სხვა კანდიდატებს და მიხვდებით, რომ ალასანია საუკეთესოა, უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს... :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bowman

გეთანხმები :)

ჭანტურიას გეგმის გაფარჩაკებას უსმინე? ონოფრიშვილმა ისაუბრა 10 თეთრიან გაზის ტარიფზე :bushti:

მაგრამ საინტერესო ისაა რომ ონოფრიშვილის გათვლით გაზის ფასი შესაძლოა 30 თეთრს შეადგენდეს,

უკვე გვიანაა მაგრამ ამ კუთხით კარგი იქნებოდა რომ ალიანსს ემუშავა,.

ანუ, არა მხოლოდ ქრისტიან დემოკრატები სატყუარა გაებათილებინა :givi:

არამედ შემცირების გეგმაც წარმოედგინა, თურმე ეს შესაძლებელია :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bowman

მე ალასანიას ერთ მარტივი მიზეზის გამო ვაძლევ ხმას, გადაავლეთ თვალი სხვა კანდიდატებს და მიხვდებით, რომ ალასანია საუკეთესოა, უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს...

ლოგიკური მიდგომაა ვგონებ.. ალტერნატივა კი არსებობს მარამ არანაირი გარანტია რომ ალტერნატივა უარესი არ იქნება..

პლუს ამას მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით ალასანია თბილისის მერი არ/ვერ გახდება, არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც მცირე და არასრულად გააზრებლი, მაგრამ ნაბიჯია სამოქალაქო საზოგადოებისკენ, რაც დღეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბევრი სხვა რამ..

იცი რაა გასაკვირი, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ რომ გუგულავა იგებსო :bushti:

და ვისაც ვეკიტხები მე პირადად, დიიიდიი უმრავლესობა ალიანსს აძლევს ხმას,

რა ხდება ვერ გევიგე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

იცი რაა გასაკვირი, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ რომ გუგულავა იგებსო

და ვისაც ვეკიტხები მე პირადად, დიიიდიი უმრავლესობა ალიანსს აძლევს ხმას,

რა ხდება ვერ გევიგე

რაზეც ზემოთ ვლაპარაკობდი და საერთოდ რაზეც ვწერ ხოლმე ის ხდება ..

დაინტერესებულმა და ძალიან კარგად ინფორმირებულმა საზოგადოებამ ("ფიქრების მბრძანებლებმა") კარგად იცის, ვინ გახდება მერი, რა ბედი ეწევა სააკაშვილს, ვინ ჩაანაცვლებს სააკაშვილს და ვინ გახდება მომდევნო ყოფილი ბელადი, იქნება თუ არა ომი და თუ იქნება როდის, როგორ და რა შედეგებით, და საერთოდ რა განვითარებას პოვებს ვაშინგტონის მიერ მოსკოვზე გადაბარებული ქართულ რუსული ურთიერთობები..

უგულავას არცერთმა თბილისელმა რომ არ მისცეს ხმა, მერი მაინც ის გახდება, რადგან დასავლეთს ალასანიასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. მე ასე ვხედავ სურათს..

ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას რომ არჩევნებზე არ უნდა მივიდეს ხალხი, მაგრამ იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ დღეს ქართული საზოგადოება არ არის მზად ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის და არავინ ("ფიქრების მბრძანებლები") მას ფუნდამენტალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებას არ ანდობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უგულავას არცერთმა თბილისელმა რომ არ მისცეს ხმა, მერი მაინც ის გახდება
ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას რომ არჩევნებზე არ უნდა მივიდეს ხალხი

გავისეიროთ? :bushti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...