planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ciskarishvili3-150x130.jpgპრეზიდენტისა და მმართველი გუნდის შეხვედრისას საუბარი არჩევნებს, სამომავლო გეგმებს, პოლიტიკურ საკითხებსა და იმ გადაწყვეტილებებს შეეხო, რომელიც პარლამენტში საკანონმდებლო კუთხით, მთავრობაში კი, აღმასრულებელი თვალსაზრისით არის მისაღები. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრისას მრავალი და საინტერესო საკითხები განიხილეს. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მიზანად აზრებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. “ვისაუბრეთ განათლების რეფორმაზე, რომელიც სწრაფად უნდა განხორციელდეს, რომ რეზულტატი მალე მივიღოთ. ასევე, საუბარი შეეხო ჯანდაცვის რეფორმას. აღნიშნული კუთხით ბოლო დროს პრობლემები გვქონდა, რაც ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. თუმცა, ახლა დავიწყეთ რეფორმის ფაქტიურად მეორე ტალღა და ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობაზე ეს სწრაფად და ეფექტურად აისახოს,”- განაცხადა ცისკარიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენთან შეხვედრისას ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე- ეკონომიკაზეც ისაუბრეს. კერძოდ, – რა პერსპექტივები და სირთულეები არსებობს ამ კუთხით. თავის მხრივ პრეზიდენტმა უმრავლესობას მისი აშშ-ში და ცენტრალურ ამერიკაში ვიზიტის შედეგები გააცნო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 მე კი გოროზიას მოხსნას ველოდი...არა რა, არ გრს ამ ქვეყნის ამ ხალხისთვის დატოვება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts