Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სოფო ნიჟარაძე ოსლოში ფინალური კონკურსისთვის ემზადება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sofo-nijaradze-150x150.jpgსოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღეა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმყოფება და ევროვიზიის ფინალური კონკურსისთვის ემზადება.

 

 

ოსლოს საკონცერტო დარბაზში მან უკვე დაიწყო რეპეტიციები. ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი სიმღერას “შჰინე” შეასრულებს.

 

 

პირველი რეპეტიციის შემდეგ, მან უკვე გამართა პრესკონფერენცია და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებთან საუბრისას, სოფო ნიჟარაძემ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა თავისი კარიერის მნიშვნელოვან, წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 

 

ოსლოში სპეციალურად, სოფოსთან ერთად იმყოფება ფრანგი რეჟისორი რედა ბენტეიფორი. მას სიმღერის “შჰინე” სასცენო ვერსია ეკუთვნის. მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი რედა ბენტეიფორი მუშაობდა ისეთ მეგავარსკვლავებთან, როგორებიც არაინ: მაიკლ ჯექსონი, შერი, ელტონ ჯონი, დაიანა როსი, ვანესა პარადისი.

 

 

ევროვიზიის ფინალური კონკურსი 29 მაისს გაიმართება და საზოგადოებრივი მაუწყებელი მას პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

 

 

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა.

 

 

გასულ წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...