planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/eurovision-150x150.jpgნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის მონაწილეთა საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელთა შორის არის საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის კონკურსზე სოფო ნიჟარაძე. დასახელებულთა შორის არიან გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და შვედეთის წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით, 23 მაისს ოსლოს მერიაში გაიმართება გრანდიოზული მიღება, რომელზეც ევროვიზიის ქართველ მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი. სოფო საღამოზე საკონკურსო სიმღერას „შჰინე” შეასრულებს. სოფო ნიჟარაძე ტელენორის არენაზე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 27 მაისს მე-16 ნომრით იმღერებს. ის სცენაზე ქართველი ბექვოკალისტებისა და ფრანგი მოცეკვავეების თანხლებით გამოვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts