planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cinema-150x150.jpgკინოთეატრ “რუსთაველში” დიდ სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისადმი მიძრვნილი კინოფესტივალი “გამარჯვება, ერთია ყველასათვის” დღეს გაიხსნა. დღესვე კინოფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ “რუსთაველში” რეზო ჩხეიძის ფილმი “ჯარისკაცის მამა” იქნება ნაჩვენები. ღონისძიების ორგანიზატორია სააქციო საზოგადოება “სოვექსპორტფილმი”. კინოფესტივალი დსთ-ის მონაწილე ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ორგანზიატორების თქმით, მათი მთავარი სურვილი ამ საღამოს რეზო ჩხეიძისადმი მიძღვნილა იყო, თუმცა თავად კინორეჟისორმა გაუარესებული ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო დღეს გამართული მისივე ფილმის ჩვენებაზე მოსვლა. ღონისძიება 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება “მიფრინავენ წეროები”, “ერთი, ორი მიდიან ჯარისკაცები”, “მე ბავშვობიდან მოვდივარ”, “ენძელები და ედელვაისები”, “სიკვდილი არ არსებობს, ბიჭებო” და “სიმღერა მანშუკზე”. ფილმების ჩვენებებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts