Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

22 მაისს, 08:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე თბილისის ბოტანიკურ ბაღში აქციას „ბაღის ფრინველთა საათი“ დაესწრება.

 

 

22 მაისს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის #10 და #12 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდება და აღნიშნული სკოლების გაერთიანებისა და მისთვის ფიზიკა-მათემატიკური სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

მის: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №66 (#10 საჯარო სკოლა)

 

 

22 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია

 

 

22 მაისს, 11.00 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მარი ბროსეს ქ. #6 (NDI-ის ყოფილი ოფისი)

 

 

22 მაისს, 11:30 საათზე, არჩევნების მედიაცენტრში `სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ მეოთხე საარჩევნო ბიულეტენის _ `საარჩევნო სიახლეების~ _ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მარი ბროსეს ქ. #6 (NDI-ის ყოფილი ოფისი)

 

 

22 მაისს, 12.00 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში, ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარე გურამ ჩახვაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “საგანგებო განცხადება მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ”.

 

 

22 მაისს, 13.00 საათზე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან” გიორგი გოგოლაძე ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ფერდობი, I მ/რ, IX კორპუსის წინ მდებარე სკვერი

 

 

22 მაისს, 13.00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, პარტიის აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: “კრიმინალი ჯარში”.

მის: ჯავახიშვილის ქ. #88

 

 

22 მაისს, 13.30 საათზე, თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე მეტრო “სარაჯიშვილთან” ამომრჩევლებს შეხვდება.

მის. მ. სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია

 

 

22 მაისს, 16:00 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში, გიორგი გორაშვილის წიგნის `ეთნიკურ-სეპარატისტული ტერორიზმის განვითარების საფრთხე საქართველოში და მისი პროფილაქტიკის გზები~ პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

22 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში `აუტიზმის ცენტრის” პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32; A კორპუსი, #101-ე აუდიტორია

 

 

22 მაისს, 17:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში თეატრალიზებულ-მუსიკალური ღონისძიებები გაიმართება.

 

 

22 მაისს, 18:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი მუსიკალურ კარნავალ-წარმოდგენას „ოჩოპინტრე“ გამართავს.

 

 

22 მაისს, 19:00 საათზე, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...