Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გამსახურდია პატიმართა სამეურვეო საბჭოს ამოქმედებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxursia1-150x150.jpgცოტნე გამსახურდია, დღეს შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ამოქმედებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას.

 

 

ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა დღეს უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე “ექსპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

 

 

საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს ციხეში პატიმართა მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი დაევალება.

 

 

ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა გაუარესდა.

 

 

“ცოტნე ძალიან დასუსტებულია, ფეხები შეშუპებული აქვს. ის უკვე 17 დღეა შიმშილობს”_ განაცხადა ბექაურმა.

 

 

ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღის წინ გამსახურდიასთვის წართმეული ნივთები, სათვალე, საწერკალამი და ა.შ. ციხის ადმინისტრაციას მისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

 

 

“მე მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი ვარ 2 ჯერ არ მომეცა მასთან შესვლის საშუალება. მივმართეთ კალმახელიძეს თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო, სანამ საქმეში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ ჩაერია. მასთან მხოლოდ ბაქრაძის წერილობითი მითითებით შემიშვეს”_ განაცხადა ბექაურმა.

 

 

შეგახსენებთ რომ ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა 17 დღის წინ პატიმრის, ვინმე ტარიელ საყვარელიძის ცემის შემდეგ დაიწყო. მანამდე ცოტა ხნით ადრე კი გამსახურდია 64 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მხოლოდ წყალს იღებდა. 64 დღიანი შიმშილობა მან მხოლოდ პატრიარქის თხოვნის შემდეგ შეწყვიტა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...