planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს „საქართველოს გზის“ ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან. ინტერვიუში სათაურით - „რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები შემოაქვთ / როგორ აპირებს ოპოზიცია საარჩევნო სიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას“ - იგი ამბობს: „ჩვენთვის არც გადამოწმებული სია მოუცია ცესკო-ს, არც დუბლირებული მონაცემები, რაც გვარწმუნებს, რომ მოხდება კარუსელების გამოყენება. ცესკო-დან მხოლოდ 170 „მკვდარი სულის“ შესახებ მოგვივიდა პასუხი, რომ ისინი ცოცხლები არიან, ამის გადამოწმების საშუალება კი არ გვაქვს. სიების დიდი ნაწილი არ შეასწორეს... ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან შრომატევადი იყო. დავრწმუნდი, რომ სიებზე მონიტორინგი იყო არა პიარაქცია, არამდე სერიოზული სამუშაო. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამაგიდო სიებზე ხელი მიუწვდებოდეს ყველა ოპოზიციურ ძალას. ამით გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებები შეტანილია სიებში“. „სამაგიდო სიები პრობლემას არ წარმოადგენს და ხელმისაწვდომი იქნებაო, აცხადებდა ცესკო-ს თავმჯდომარე. მერე კი იმაზე დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს მისი გაკონტროლება, რაც აბსურდია. ოპოზიციის მოთხოვნა გადავეცით ყველა უცხოელ დამკვირვებელსა და ორგანიზაციას, კიდევ ერთხელ შევხვდით და წარვუდგინეთ ის სიები, რომლებშიც დარღვევები იყო და არ გაასწორეს. რატომღაც ვერ ვხედავთ შუალედურ სიებში ყველა ის ცვლილება იქნება შეტანილი, რომელიც მოვითხოვეთ? ჯერჯერობით ცესკო-მ არ მოგვცა განმარტება იმის შესახებ, რატომ არ მოახიდენას შესწორებებების შეტანა იმ სიებში, სადაც არის დარღვევები“. „ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. რომელიც მუდმივად აყალბებს არჩევნებს. რამდენსაც მეტს ვასწორებთ, იმდენჯერ გაყალბებული მონაცემები გემოაქვთ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ მთლიანად შევძლებთ სიების გასწორებას, მაგრამ რაღაც პროცენტს მაინც გავასწორებთ. ჩვენ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს გადავცემთ ჩვენი კომისიის წევრებს, რომ შეძლონ მათი გაკონტროლება. თუ ხელისუფლებას და ცესკო-ს იმედი ჰქონდა, თუკი ბოლომდე არ შეგვისწორებდა ჩვენს მიერ გასწორებულ სიებს, ამის შემდეგ ავჯანყდებოდით და ვიტყოდით, რომ არ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობასო, გპირდებით, რომ მათ ამ იმედს გავუცრუებთ. ამ არჩევნებში ბოლომდე ვიბრძოლებთ. 2008 წელს გაყალბებების მიუხედავად გავიმარჯვეთ თბილისში. ის, რომ გაყალბება მოხდება გარკვეულწილად ეს ცხადია, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ უბნებზე ვიყოთ ფხიზლად, არ მივცეთ გაყალბების საშუალება, ყველა იყოს გაფრთხილებული და ბოლომდე იბრძოლონ ამ სიების გასასწორებლად“. . „ერთ რამეში ვეთანხმები „ფორუმს“, რომ გაყალბების საბოლოოდ გამოსასწორებლად ბიომეტრიული პასპორტის შემოღებაა საჭირო, რომელიც ამ არჩევნებში არ მოესწრება. კარდაკარის პრინციპით მონიტორინგის შემდეგ გაყალბებული სიების რაოდენობა შევამცირეთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავწყნარდეთ და ნდობა აღდგეს. როგორც ხარატიშვილი აცხადებს, მთავარია ნდობის აღდგენა. ნდობა აღდგება მაშინ, როდესაც იქნება ბიომეტრიელი პასპორტი, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ ადამიანს ერთი ხმა ექნება და არა ათი. დღეს არ არის საარჩევნო გარემო კარგი, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით სიები გასწორებულია. არ უნდა შეგვეშინდეს დღევანდელი პირობების. გაყალბების წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი არის ხალხის აქტიურობა. შიში და ინდიფერენტულობა არის დანაშაული. იმის ფუფუნება არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ვიღაცებმა აირჩიონ რა უნდა მომავლისთვის - ეს არის არჩევანი და ამაზე ყველამ უნდა გასცეს პასუხი სწორად. საზოგადოება პასუხისმგებელი იქნება რა მოხდება მერე“. ]სემნები არაფერს შეგვპირებია. მათ შეგნებული აქვთ, რომ ეს არჩევნები იქნება მძიმე პოლიტიკური დატვირთვის, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები, რაც არ ხდება ადგილობრივი არჩევნების დროს. ძალიან დაინტერესებული არიან ევროკავშირის წარმომადგენლები და სემნები ამ არჩევნებით და ასევე ამერიკელები. მთელი საეთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. არჩევნების შედეგის მიხედვით განისაზღვრება ის დახმარებები, რაც არჩევნების შემდეგ უნდა წამოვიდეს საქართველოში“. „ის იყო დასავლეთის და ამერიკის ადმინისტრაციის არჩევანი სტაბილურობასა და დემოკრატიას შორის. ამიტომ იმის დაბრალება დასავლეთზე და თუნდაც დამკვირვებლებზე, რომ ისინი იყვნენ ტენდენციური არჩევნების დროს, არ არის სწორი. დასკვნით, რომელიც უცხოელებმა დადეს, არჩევნების დროს უბნებში ერთი მესამედი იყო დარღვევები. უცხოელი დამკვირვებლების დაბალანსებული შეფასებები გაყალბების ნაწილია - ისინი ვერ აფასებენ კარუსელის სისტემას და მეორეა არჩევნების პოლიტიკური შეფასება, რომელიც არასწორია და დანაშაული. მეტიუ ბრაიზას მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების მეორე დღეს არის პოლიტიკური დანაშაული და არა მგონია, დღეს ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებს შორის არსებობდეს ისეთი განწყობა ამ ხელისუფლების მიმართ, რომ თუ შეამჩნიეს ისეთ დარღვევებზე დახუჭონ თვალები, როგორც მაშინ დახუჭეს“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts