Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ადვოკატებმა გრძელვადიანი პროტესტის აქცია პარლამენტთან შეწყვიტეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/54-150x150.jpg საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია შეწყდა.

 

 

როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა ხაჭაპურიძემ “ექსპრესნიუს” განუცხადა, ადვოკატები დღევანდელ საარჩევნო კოდექს აუტოდაფეს მოუწყობენ და საჯაროდ დაწვავენ.

 

 

მისი თქმით, განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან მან დაითხოვა პარლამენტი, რათა ადვოკატების მოთხოვნების იგნორირება მომხდარიყო.

 

 

“ჩვენ კონსტრუქციული ძალა ვართ და არ ვაპირებთ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს ხელი შევუშალოთ. თუმცა, არსებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთული არაა. ამიტომაც დღეს ვწყვეტთ აქციას, რომელსაც 3 ივნის გავაგრძელებთ,”-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

 

ადვოკატები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. პროტესტის აქციები ადვოკატებმა 12 მასს დაიწყეს და პარლამენტთან კარვების გაშლას აპირებდნენ. ხელისუფლებისგან უყურადღებობის შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ მოთხოვნების წამოაყენებასაც გეგმავდნენ.

 

 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი 28 დეკემბრის ცვლილებები საბოლოო უნდა ყოფილიყო, თუმცა, შემდეგ 8 და 12 მარტს კიდევ შეცვალეს, მაშინ როდესაც პარლამენტი შვებულებაში იყო და ამის იურიდიული ძალა არ ქონდა.

 

 

“პარლამენტთან დაიდგმება კარვები და არ დავიშლებით, სანამ ჩვენს სამართლიან მოთხოვნაზე არ მივიღებთ თანხმობას,” – აცხადებდა 1 კვირის წინ ხაჭაპურიძე.

 

 

საარჩევნო კოდექსისითვის მომზადებული ადვოკატთა ცვლილებები 10 პუნქტიანია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა 50%-ანი ბარიერის დაწესება, ვიდეო-თვალების საჯაროობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა, ასევე ჟურნალის შემოღება საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მისვლის დროს დააფიქსირებს.

 

 

ადვოკატთა აქცია თბილისის მერიაში 10 ივლისამდე იყო სანქცირებული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...