planetanews Posted May 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamsaxursia-150x150.jpgცოტნე გამსახურდიას ინიციატივით, პატიმართა უფლებების დამცველი სამეურვეო საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად გამსახურდიას ეკუთვნის, რომელიც ბესელიას მან რამდენიმე დღის წინ, ციხეში შედგარი შეხვედრისას გააცნო. საბჭო ციხეებში უკანონო პატიმართა ინტერესებს დაიცავს. ბესელიას თქმით, საბჭოში შემავალ ადამიანთა ზუსტი სია დღეს შეიქმნება. ორგანიზაცია “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ინიციატივით გამოდის, 21 მაისი პოლიტპატიმართა მხარდაჭერის დღედ გამოცხადდეს. თუმცა, ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ ძალიან მალე ქვეყანაში არც ერთი პოლიტპატიმარი აღარ იქნება და რეჟიმის დამთავრების შემდეგ ამ დღის აღნიშვნა აღარასდროს მოუწევთ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts